მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სააღდგომოდ კვერცხი შესაძლოა გაიაფდეს - "კუმისი"

6423f9adc7e72
ნინი ლონგურაშვილი
30.03.23 09:02
840

გასულ წელს ქვეყანამ 648.9 მილიონი ცალი კვერცხი აწარმოა. ეს რიცხვი 2021 წელთან შედარებით 0.9%-ით ნაკლებია. წლის ბოლოსთვის, IV კვარტალში კვერცხის წარმოება 156.2 მილიონი ცალი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 4.5%-ით ნაკლებია.

კვერცხის მწარმოებელ კომპანია “კუმისში” ამბობენ, რომ პროდუქტზე 2022 წლის დეკემბერში 6%-ით მომატებული ფასები დახლებზე იანვარში აისახა. როგორც bm.ge-ს “კუმისის” მეფრინველეობის ფაბრიკის დირექტორმა გოგიტა მაისურაძემ განუცხადა, სააღდგომოდ კვერცხის ფასი იგივე ნიშნულზე შენარჩუნდება.

“სააღდგომოდ მომხმარებელი ფასის ზრდას არ უნდა ელოდოს, პირიქით, შესაძლოა შემცირდეს კიდეც, რადგან კომპანიებს დღესასწაულზე კონკრეტული შეთავაზებები და აქციები გვაქვს დაგეგმილი. ჯერჯერობით სააქციო ღონისძიებებზე დეტალებს ვერ ვიტყვი, რადგან ახლა მიმდინარეობს სამუშაოები და ვხვეწავთ შთავაზების პაკეტებს. როგორც აღვნიშნე, კვერცხზე სააღდგომო პერიოდში ფასი არ გაიზრდება. რესურსებს რაც შეეხება, აქტიურად ვემზადებით ამ პერიოდისთვის, სრულად ვაკმაყოფილებთ მომხმარებლების მოთხოვნას და შემიძლია გითხრათ, არანაირი დეფიციტი, ლოგისტიკის და მიწოდების კუთხით არ იქნება. სრულად გვაქვს პოლიტიკა დალაგებული”, - აღნიშნა გოგიტა მაისურაძე.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული თებერვლის თვის ინფლაციის მაჩვენებლების მიხედვით, გასული თვის განმავლობაში ქვეყანაში წლიური ინფლაციის დონემ 8.1% შეადგინა, რაც იანვარში არსებულ ინფლაციასთან შედარებით 1.3 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე მთავარი გავლენა მაინც სურსათის ფასების მატებამ იქონია, რაც წლიურ ჭრილში 14%-ით არის გაძვირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები