უცნობია უკავშირდება თუ არა საარსებო შემწეობის მიმღებთა ასეთი მკვეთრი ზრდა ქვეყანაში მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს, რადგანაც შესაძლოა სოციალური დაცვის პოლიტიკის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენებას ჰქონდეს ადგილი.
შედარებისთვის, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში საარსებო შემწეობაზე 129,835 ადამიანით ნაკლები იყო დამოკიდებული. სტატისტიკის თანახმად, 2021 წლის აგვისტოში სოციალურად დაუცველებზე 42,482,172 ლარის კომპენსაცია გაიცა, რაც თითოეულ სოციალურად დაუცველზე თვეში 68 ლარის კომპენსაციას შეადგენს. როგორც გრაფიკზე ჩანს, 2021 წლის ივლისში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ნახტომისებურად გაიზარდა.
სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში სიღარიბის ზრდა ბევრად უფრო მწვავეა რეგიონებში, სადაც მოწყვლადი მოსახლეობის რაოდენობამ 3.8 პროცენტული პუნქტით იმატა და 27.5% გახდა. ქალაქებში კი სიღარიბის აბსოლუტური სიღარიბე 0.7 პროცენტული პუნქტით 17.1%-მდე გაიზარდა.