მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საავტომობილო ზეთებისა და საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა

6433f8419b0ce
BM.GE
10.04.23 15:49
409
იანვარ-მარტში საავტომობილო ზეთებისა და საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა. ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.

მათი ცნობით, 2023 წლის იანვარ-მარტის თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 5,01 ათასი ტონა, რაც 0,47 ათასი ტონით ანუ 10,3%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (4,54 ათასი ტონა) შედარებით.

მიმდინარე წლის 3 თვის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან - 1,30 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 25,9%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ირანი - 0,94 ათასი ტონა (18,8%); გერმანია - 0,62 ათასი ტონა (12,4%), რუსეთი - 0,27 ათასი ტონა (5,4%); და სხვ.

2023 წლის იანვარ-მარტის თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 25,4 ათასი ტონა, რაც 0,1 ათასი ტონით ანუ 0,4%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (25,3 ათასი ტონა) შედარებით.

მათ შორის, მიმდინარე წლის 3 თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტის 54,7% (13,9 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 33,1% (8,4 ათასი ტონა) - საბერძნეთიდან, 12,2% (3,1 ათასი ტონა) - აზერბაიჯანიდან;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები