მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საავტორო უფლებათა ასოციაცია დაწესებულებებს მუსიკის ჩართვაში ჰონორარის გადახდას სთხოვს

6067f4ef14bde
მარიამ იზორია
03.04.21 22:07
2025
საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია დაწესებულებებს მუსიკის ჩართვაში ჰონორარის გადახდას სთხოვს. მოთხოვნა სილამაზის სალონებსაც ეხება, რა ინფორმაციაც bm.ge-ს სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური ცენტრების ფედერაციის პრეზიდენტმა თამარ შარაშენიძემ დაუდასტურა.

შარაშენიძის თქმით, ისინი საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის წევრებს პანდემიამდე შეხვდნენ.

„მათ ნამდვილად აქვთ საკანონმდებლო ბაზა შექმნილი, თუმცა როდესაც ამ სფეროში ამდენი რამეა დასარეგულირებელი, თუ რომელი მუსიკა ჩაირთვება სალონში არ უნდა იყოს განხილვის საგანი. პანდემიის დროს, როდესაც ბიზნესი გადარჩენაზეა, დამატებითი ფინანსური ვალდებულებების დაკისრება სწორი არ არის"- აღნიშნავს შარაშენიძე.

ცხადია bm.ge საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციასაც დაუკავშირდა. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, ეს პროცესი ახლა არ დაწყებულა და მათ დიდი ხანია უკვე სხვადასხვა დაწესებულებებთან, მათ შორის სალონებთან აქვთ მოლაპარაკებები.

„საავტორო უფლებათა დაცვის შესახებ არსებული კანონი, საავტორო უფლებების მქონე პროდუქტის გამოყენების შემთხვევაში დაწესებულებას ჰონორარის გადახდას აიძულებს, რომელიც შემდგომ უნაწილდებათ ავტორებს, როგორც საქართველოში ასევე მსოფლიოს მასშტაბით, კანონის აქტიური დაცვა 2012 წლიდან დაიწყო. ძალიან ბევრი დაწესებულება გადასახადს ყოველთვიურად იხდის, ეს არ არის სიახალე, ვალდებულების თავის არიდების შემთხვევაში, საავტორო უფლებათა დაცვის ორგანიზაცია სასამართლოში შეიტანს სარჩელს და დაწესებულებას კანონის ფარგლებში გადასახადის გადახდას მოსთხოვს“- ამბობს გიგა კობალაძე.

კობალაძემ ჰონორარის ოდენობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ტარიფს ძირითადად ფართობი განსაზღვრავს. თანხა კი დაახლოებით 20 ლარიდან იწყება და 150-200 ლარამდე ადის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები