მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბაჟო გამშვებ პუნქტებში აღმოჩენილია არადეკლარირებული ფული, 48.2 მლნ ლარი - შემოსავლების სამსახური

639c4b187cccb
ინგა მურუსიძე
16.12.22 14:31
7078
საბაჟო გამშვებ პუნქტებში "ყაზბეგი“, "ბათუმის აეროპორტი“ და "ქუთაისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე, კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა ჯამში 134 000 აშშ დოლარი, 45 000 ევრო და 111 328 000 რუსული რუბლი გამოავლინეს, - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. 

"არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით 48 203 439, 06 ლარი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევი მოქალაქეები, სანქციის სახით, (თანხის 10%- ის ოდენობა) ჯამში 4 820 343, 906 ლარით დაჯარიმდნენ", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები