მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბანკო დაწესებულებებში სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზების მონიტორინგი მიმდინარეობს - ლექვინაძე

ირაკლი ლექვინაძე ბიემჯიში

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ საბანკო დაწესებულებებში სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზების მონიტორინგს ახორციელებენ.

როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, მონიტორინგი სადაზღვევო კომპანიების ნაწილის მიმართვის საფუძველზე დაიწყეს. 

“ამ ეტაპზე ვახორციელებთ მონიტორინგს, რომელიც ეხება საბანკო დაწესებულებებში სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება-რეალიზაციის ბაზრის ანალიზს. მონიტორინგის დაწყებისას დავეყრდენით ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშს, სადაც არის ჩანაწერი რომ შესაძლოა ამ ბაზარზე კონკურენციის კანონმდებლობის შემზღუდველ ქმედებას ჰქონდეს ადგილი, მეორე მხრივ მოგვმართა სადაზღვევო კომპანიების გაერთიანებამ, რომლებიც ბანკებთან აფილირებული არ არიან.

მათ დასვეს პრობლემა, რომ ბანკებთან აფილირებულ სადაზღვევო კომპანიებში არის ისეთი მოქმედებები, რომლებიც შეიძლება დაკავშირებული იყოს კონკურენციის შესაძლო შეზღუდვასთან. ამიტომ, მონიტორინგს აქტიურად ვახორციელებთ.

ინფორმაცია გამოვითხოვეთ როგორც ბანკებიდან, ისე სადაზღვევო კომპანიებისგან. რამდენიმე ბანკთან აფილირებული სადაზღვევო კომპანიის შემთხვევაში იკვეთება რიგი პრობლემური საკითხი, რასაც მონიტორინგის დასრულების შემდეგ მსვლელობას მივცემთ. თუ დავინახავთ, რომ მოკვლევის დაწყების საფუძველი არსებობს, ჩვენ ან შესაბამისი მარეგულირებელი ამ მოქმედებებს განახორციელებს”,- ამბობს ლექვინაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები