მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბავშვო სამოსი „ლიდერქიდსი“ ბრიტანულ Amazon-ზე გაიყიდება

608c4917ad503
BM.GE
30.04.21 22:30
719
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის პროექტის "ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან" (GEclose2EU) ბენეფიციარი საბავშვო ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანია "ლიდერქიდსი“ ბრიტანულ Amazon-ზე გაიყიდება.

GEclose2EU-ს პროექტის მხარდაჭერით კომპანია მოლაპარაკებების ბოლო ეტაპზეა, რის შემდეგადაც პროდუქციის სატესტო ვერსიას ბრიტანულ Amazon-ზე გაგზავნიან. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, გაყიდვები სავარაუდოდ გაზაფხულზე დაიწყება.

კომპანიიამ ექსპორტის მიმართულებით ფიქრი სამკერვალოში „აწარმოე საქართველოს“ ექსპორტის შესახებ კურსებისა და EPRC-ის ხელშეწყობით საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიასთან ექსპორტის წარმოების გზების გავლის შემდეგ დაიწყო.

ცნობისთვის, პროექტს „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან" (GEclose2EU), 2018 წლიდან დაიწყო. პროექტს ახორციელებს „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) სააგენტო „აწარმოე საქართველოსთან“ თანამშრომლობით. პროექტის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, მათი ცნობადობის გაზრდა ადგილობრივ და ევროპის ბაზარზე და ინტერნაციონალიზაციის ახალი შესაძლებლობების შექმნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები