მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბჭოს სხდომაზე ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიის განახლებაზე ვისაუბრეთ - ჩერქეზიშვილი

634ff9fec0ef4
თინათინ ნატმელაძე
19.10.22 17:19
527
ინვესტორთა საბჭოზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიის განახლება იყო, - ამის შესახებ ინვესტორთა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ინვესტორთა საბჭოს მდივანმა, გიორგი ჩერქეზიშვილმა განაცხადა.

ჩერქეზიშვილის თქმით, შეხვედრა ასევე საქართველოს საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას შეეხებოდა, კონკრეტულად კი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და ახალი საინვესტიციო კანონმდებლობის ჩამოყალიბების საკითხებს.

„საბჭოს წევრებმა და ბიზნეს ასოციაციებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი დააყენეს, რომლებიც საქართველოს საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას ეხება. შეხვედრა ასევე ეხებოდა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიის განახლებას, რომელსაც წლის ბოლოს გასდის ვადა და მომავალი წლიდან ჩვენ ამაზე ‘’აწარმოე საქართველოს’’ და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ვიმუშავებთ.

ასევე, შევეხეთ ახალი საინვესტიციო კანონმდებლობის ჩამოყალიბებას ქვეყანაში და ინვესტორთა საბჭოს წევრების მხრიდან დაყენებული იყო საკითხები სხვადასხვა სექტორების განვითარების პერსპექტივები შესახებ, რომელზეც მუშაობას სამუშაო ჯგუფებში გავაგრძელებთ“, - განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა.

შეგახსენებთ: დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერის ხელმძღვანელობით, ინვესტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები