“რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა “საქმიანი დილის" ეთერში კომპანიის ფინანსურ პრობლემებზე ისაუბრა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ფულადი სახსრები პრაქტიკულად არ არსებობს, შესაბამისად, ბიზნესის შემცირების კუთხით გარკვეული ნაბიჯების გადადგმას გეგმავენ.
"შესაძლოა, გარკვეული ნაბიჯების გადადგმა დაგვჭირდეს ბიზნესის შემცირების კუთხით. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პერიოდში გავიხსნებით და გავიხსნებით თუ არა იმ პერიოდში, რაც დაანონსდა. როგორი იქნება ბრუნვები? - ჩვენ ვვარაუდობთ, რომ 2020 წელს ბრუნვა, დაახლოებით, 40%-ით შემცირდება“,- ამბობს რეზო მაღალაშვილი.