მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საცურაო აუზებით და ფიტნეს-დარბაზებით უფასოდ სარგებლობისთვის 200 პენსიონერი დარეგისტრირდა

633abf0819102
ინგა მურუსიძე
03.10.22 20:40
658
თბილისის მერია პროგრამის - „სპორტი უფროსი თაობისთვის“ ფარგლებში, 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საცურაო აუზებისა და ფიტნეს დარბაზების მომსახურებას აფინანსებს. თბილისის მერის კახა კალაძის მიერ დაანონსებული პროგრამა საპილოტეა და პირველ ეტაპზე, 2023 წლის პირველ იანვრამდე ორ მუნიციპალურ სპორტულ ცენტრში განხორციელდება.

რეგისტრაცია 19 სექტემბერს დაიწყო და სერვისით სარგებლობა დღეიდან არის შესაძლებელი.

bm.ge დაინტერესდა, რამდენი პენსიონერი დარეგისტრირდა. როგორც მერიისგან მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, პროგრამაში სულ რეგისტრირებულია 200 მოქალაქე.

პროგრამასთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაციისთვის მსურველებმა უნდა დარეკო ნომერზე: 032 2 24 03 04; სპორტული ობიექტების მისამართია: ნაძალადევის კომპლექსური სპორტული ცენტრი - ზღვის უბანი, 11 მ/რ-ნი, მე-3 კვ. N58 კორპუსის მიმდებარედ; გლდანის სპორტული კომპლექსი - გლდანის V მ/რ, კორპ. N8-ის მიმდებარე ტერიტორია, ვეკუას N127.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები