მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სად დაინფიცირდა 3 157 მოქალაქე? - covid-გეოგრაფია

5fb223e596e09
ინგა მურუსიძე
16.11.20 11:05
849
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე კორონავირუსით ინფიცირებულთა გეოგრაფიულ სტატისტიკაზე ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, დღეს გამოვლენილი 3 157 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასე გამოიყურება: თბილისში გამოვლენილია 1 249 შემთხვევა, აჭარა - 516, იმერეთი - 477, ქვემო ქართლი - 178, შიდა ქართლი - 181, გურია - 82, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 212, კახეთი - 70, მცხეთა-მთიანეთი - 121, სამცხე-ჯავახეთი - 60, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11.

გარდა ამისა, ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 30 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 15, აჭარაში - 5, იმერეთში - 7, შიდა ქართლში - 2, ხოლო ქვემო ქართლში - 1 ადამიანი.

2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 733 მოქალაქე გარდაიცვალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები