მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სად ღირს "ბიგ მაკი" ყველაზე ძვირი?

61d71ac18a18c
მარიამ ადამია
07.01.22 00:20
4540
წელიწადში ორჯერ Economist-ი "ბიგ მაკის" ინდექსს ადგენს, ამისათვის, გამოცემას "ბიგ მაკის" საშუალო ფასი აშშ დოლარებში გადაჰყავს, რადგან აღნიშნული პროდუქტი სტანდარტიზებულია მთელ მსოფლიოში და მას უნდა ჰქონდეს იგივე ფარდობითი ღირებულება ყველგან. ღირებულების განსხვავებები გამოხატული აშშ დოლარში, შესაბამისად, ასახავს თითოეული ვალუტის მსყიდველუნარიანობის განსხვავებებს. ასე მაგალითად Big Mac Index -ის მიხედვით, შვეიცარიაში "ბიგ მაკი" 7,06 აშშ დოლარი ღირს, აშშ-ში კი 5,65 დოლარი. აღნიშნული პროდუქტი ყველაზე ძვირი ვენესუელაშია და მისი ფასი $8.35-ია, ხოლო იმ ქვეყნების ათეული, სადაც "ბიგ მაკი" ყველაზე ძვირია, ასე გამოიყურება:

ვენესუელა - $8.35;
შვეიცარია - $7.06;
ნორვეგია -$6.33;
შვედეთი - $6.21;
აშშ - $5.65;
კანადა - $5.65;
ისრაელი - $5.16;
ურუგვაი - $5.11;
ევროზონა - $5.03;
ავსტრალია - $4.81;

დათვლილი რეიტინგის მიხედვით, "ბიგ მაკის" ფასი ყველაზე დაბალი ლიბიაშია - $1.68, მას მოსდევს რუსეთი - $2.19, სამეულში სახელდება სამხრეთ აფრიკა - $2.27, ხუთეულს ასრულებს აზერბაიჯანი და თურქეთი, სადაც "ბიგ მაკის" ფასი - $2.32-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები