2023 წლის 6 თვის განმავლობაში სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდული პრემია პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან გაიზარდა და 591 მილიონი ლარი შეადგინა, მაშინ როცა 2022 წლის პირველ ნახევარში 505 მლნ ლარი იყო.
რაც შეეხება მოგებას, 2023 წლის პირველ ორ კვარტალში, მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 121,5 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 34,3 მილიონი ლარი შეადგინა. 2022 წლის პირველ ნახევარში კი მოგება 92 მლნ ლარი იყო, წმინდა მოგება კი - 10 მლნ ლარი.
მიმდინარე წლის პირველი ნახევრის მონაცემები საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა.
სტატისტიკიდან ირკვევა, რომ გაიზარდა სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა და წელს, იანვარ-ივნისის მონაცემებით, 1 358,3 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო კაპიტალი 350,6 მილიონ ლარს უდრის.