მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 49%-ით გაიზარდა - 6 თვის მონაცემები

5f3136cee21d8
თამთა ჯიჯავაძე
10.08.20 17:30
1196
2020 წლის 30 ივნისის მდგომარეობით რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, 17 მათგანი ფლობს სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ხოლო ერთი მათგანი მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიმოხილვაში.

დოკუმენტის მიხედვით, 2020 წლის 6 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 376,9 მილიონი ლარი, რაც 9%–ით მეტია წინა წლის ამავე პერიოდის მონაცემზე. ხოლო მზღვეველების სადაზღვევო მოგება შეადგენს 89,5 მილიონ ლარს და გაზრდილია 23%-ით, ხოლო წმინდა მოგება კი 29,2 მილიონ ლარს შეადგენს, რაც 49%-ით მეტია წინა წლის ამავე პერიოდის მონაცემზე.

გარდა ამისა, სადაზღვევო ბაზრის მიმოხილვის შედეგად გამოვლენილია შემდეგი გარემოებები:

სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 976,7 მილიონ ლარს და წინა წლის ამავე პერიოდის მონაცემთან შედარებით გაზრდილია 3%-ით, ხოლო კაპიტალი გაზრდილია 18%-ით და შეადგენს 273,9 მილიონ ლარს.

2020 წლის 6 თვის განმავლობაში გამომუშავებულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 297,3 მილიონი ლარი, რაც 11%-ით მეტია წინა წლის ამავე პერიოდის მონაცემზე, ნეტო გამომუშავებული პრემია კი გაზრდილია 15%-ით და 240,4 მლნ. ლარს შეადგენს.

სადაზღვევო კომპანიების მიერ 2020 წლის 6 თვის განმავლობაში ანაზღაურდა 154,3 მლნ. ლარის სადაზღვევო ზარალი, რაც 24%-ით ნაკლებია წინა წლის ამავე პერიოდის მონაცემზე, თუმცა ნეტო ანაზღაურებული ზარალების ოდენობა გაზრდილია 3%-ით და 131,4 მლნ. ლარს შეადგენს.

2020 წლის 6 თვის განმავლობაში დამდგარი სადაზღვევო ზარალების ოდენობა შეადგენს 190,8 მლნ. ლარს, რაც 39%-ით ნაკლებია წინა წლის ამავე პერიოდის მონაცემზე, თუმცა ნეტო დამდგარი ზარალების ოდენობა გაზრდილია 9%-ით და 141,3 მლნ. ლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები