მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სადაზღვევო სექტორს წმინდა მოგება 2.8-ჯერ შეუმცირდა

6296129b9a842
ნინო ტაბატაძე
01.06.22 10:10
1031
სადაზღვევო სექტორში პრემიების პროფელი გაიზარდა, თუმცა მომგებიანობა შემცირდა.

მიმდინარე წლის იანვარ-მარტის მონაცემებით, 18 სადაზღვევო კომპანიის კონსოლიდირებული წმინდა მოგება თითქმის 3-ჯერ არის შემცირებული. თუ გასული წლის I კვარტალში კომპანიებმა 13.5 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, 2022 წლის სამ თვეში ეს მაჩვენებელი 4.7 მილიონამდეა შემცირებული.

სამი თვის ჭრილში სექტორში მოზიდული პრემიის პორტფელი 34.4 მლნ ლარით გაიზარდა და 267.6 მლნ მიაღწია. 1.6 მლნ არის გაზრდილია სადაზღვევო მოგება. აქტივები კი, 99.7 მილიონი ლარით გაიზარდა და უკვე 1.1 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

მოზიდული სადაზღვევო პრემია კომპანიების მიხედვით / TOP – 10 კომპანია

ჯიპიაი - 59.8 მლნ ლარი (+ 8.5 მლნ
• იმედი L - 38.9 მლნ ლარი (- 0.7 მლნ)
• თიბისი დაზღვევა - 35.7 მლნ ლარი (+ 8.7 მლნ)
• ალდაგი - 22.5 მლნ ლარი (-2.1 მლნ)
• არდი - 22.4 მლნ ლარი (+5 მლნ)
• პსპ დაზღვევა - 16.1 მლნ ლარი (+5.6 მლნ)
• უნისონი - 16.1 მლნ ლარი (+10.8 მლნ)
• ირაო - 12.5 მლნ ლარი (+0.8 მლნ)
• ბენეფიტი - 9 მლნ ლარი (+2.6 მლნ)
• სადაზღვევო ჯგუფი - 8.2 მლნ ლარი (-0.8 მლნ)

აღსანიშნავია, რომ ამავე პერიოდში კომპანიებმა 110,1 მლნ. ლარის ზარალი აანაზღაურეს პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან. ყველაზე მეტი - 21.6 მლნ კვლავ „ჯიპიაიზე“ მოდის. მეორე ადგილზეა თიბისი დაზღვევა - 14.7 მლნ ლარის ზარალის ანაზღაურებით, მესამეზე არდი, რომელმაც 13.5 მლნ ლარის ზარალი აანაზღაურა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები