საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
როგორც bm.ge-ს ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მემორანდუმში გაწერილია ის მექანიზმები და საჭიროებები, რაც ხელს შეუწყობს, ქვეყანაში საექთნო საქმის პროფესიული სტანდარტების დანერგვას და შექმნის მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს. დოკუმენტის მიხედვით, დადგინდება პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტები, შეიქმნება მოკლევადიანი, უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამა, ასევე შესაბამისი ტესტირებისა და საგამოცდო პროგრამები.
დოკუმენტს ხელი ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენმა მოაწერეს. მისი განცხადებით, თანამშრომლობის მიზანი საექთნო სასწავლო გეგმის გაუმჯობესება და ამ პროფესიის მიმართ ინტერესის გაზრდაა.
საქართველოში, საექთნო პროფესიის განვითარების მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკს (EBRD) შორისაც გაფორმდა. როგორც USAID-ის მისიის დირექტორმა ჯონ პენელმა აღნიშნა თანამშრომლების მიზანი ექთანთა უნარების, კვალიფიკაციის კიდევ უფრო განვითარება და საექთნო სექტორის გაძლიერებაა.
ღონისძიებაში მონაწილეობა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ, USAID-ის პროგრამა „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ხელმძღვანელმა დევიდ ბლოდმა და პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა თამარ ქიტიაშილმა მიიღეს.