საერთაშორისო სადაზღვევო ბროკერი MAI Georgia 15 წლისაა
BM.GE
07.11.22 09:50
• 248
საერთაშორისო სადაზღვევო საბროკერო კომპანია „მაი ჯორჯია“ 15 წლის გახდა. მაი ჯორჯია ევროპის ერთ-ერთი წამყვან სადაზღვევო საბროკერო ჯგუფს - MAI Central and Easter Europe-ს წარმოადგენს და მისი მომსახურებით ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები სარგებლობენ. აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიამ დაბადების დღის გარდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე აღნიშნა, MAI ჯგუფი ავსტრიულმა ჯგუფმა GrECo-მ შეიძინა და შესაბამისად ნოემბრიდან კომპანია ახალი სახელით განაგრძობს მოღვაწეობას.