მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ ბაკურიანში ჩემპიონატისთვის შექმნილი ინფრასტრუქტურა შეამოწმა

63734d38bbc4f
BM.GE
15.11.22 12:31
629
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) დელეგატები, დასკვნით ინსპექტირებაზე ბაკურიანში იმყოფებოდნენ, რათა შეეფასებინათ, როგორც მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე საორგანიზაცო საკითხები.

ცნობისთვის, საქართველო 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანაა, თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურითა და სნოუბორდით. 2023 წლამდე კი ქვეყანას ვალოდებულება აქვს აღებული განახორციელოს უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელსაც ინსპექტირებას უწევს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაცია (FIS). მსოფლიო ჩემპიონატის პროექტის ფარგლებში 2022 წელს დიდველისა და მიტარბის არეალში, აშენდა წყლის ორი ხელოვნური რეზერვუარი (ტბა) ჯამური მოცულობით 307 000 მ3, რომელიც აუცილებელია გათოვლიანების სისტემის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის. ასევე, აშენდა ექვსი ახალი საშეჯიბრო ტრასა. დიდველი, კოხტა-მიტარბის არეალში კი აქტიურად მიმდინარეობს 29-კილომეტრიანი ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მონჯტაჟი. 

აღნიშნული სამუშაოები საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მიშელ ვიონმა შეაფასა:

„ფინალური ინსპექცია აქ ბაკურიანში, რომელიც FIS-ის მიერ განხორციელდა, ძალიან შთამბეჭდავი იყო. ახალი მშენებლობები, ინფრასტრუქტურა, უზარმაზარი ტბა 200 000 კუბური მეტრი წყლის მოცულობა, სამუშაოები საუკეთესოდ არის შესრულებული. ახლა კი ველოდებით თებერვალს, იმისთვის რომ სრული სურათი დავინახოთ, მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველა ერთად უზრუნველვყოფთ ბაკურიანში დაგეგმილი ღონისძიების საუკეთესოდ ჩატარებას“.

საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ კოსტავამ აღნიშნა, რომ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ საბოლოო ინსპექცია, როგორც ორგანიზაციულ, ასევე ინფრასტრუქტურულ ნაწილშიც ჩაატარა.

„ბაკურიანი 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე რამდენიმე თვეა დარჩენილი. აქედან გამომდინარე საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ საბოლოო ინსპექცია ჩაგვიტარა, როგორც ორგანიზაციულ ნაწილში, ასევე ინფრასტრუქტურულ ნაწილში. დადებითად შეაფასა ჩვენი მუშაობა და იმედს ვიტოვებთ, რომ 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უმაღლეს დონეზე ჩავატარებთ“, - განაცხადა ზურაბ კოსტავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები