მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფეხბურთო კლუბი „ინტერი“ თბილისში აკადემიას ხსნის

616889eac5eff
BM.GE
15.10.21 00:10
1992
იტალიური საფეხბურთო კლუბი, მილანის "ინტერი" ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით საქართველოში საფეხბურთო აკადემიას ხსნის. ცოტა ხნის წინ იტალიურმა კლუბმა საფეხბურთო აკადემია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიშიც გახსნა.

ინტერის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი იზიარებს Inter-ის აკადემიის მისწრაფებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით მისცეს საფეხბურთო განათლება ახალგაზრდა თაობას, დაეხმაროს მათ, როგორც აკადემიური თვალსაზრისით, ისე პიროვნულ განვითარებაშიც და უზრუნველყოს განათლებაზე თანაბარი წვდომა ბავშვებში.

პარტნიორობის ფარგლებში ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი მიზნად ისახავს, ჰქონდეს პოზიტიური გავლენა ფეხბურთის ყველა ღირებულების განმტკიცებაში. კომპანიას სურს საქართველოს ახალი საფეხბურთო თაობა ძალისხმევის, თავგანწირვისა და კოლაბორაციის პრინციპების დახმარებით განავითაროს.

FC Internazionale Milano-ს კორპორაციული აღმასრულებელი დირექტორის, ალესანდრო ანტონელოს, განცხადებით, კლუბის საფეხბურთო აკადემიის საქართველოში გახსნა ახალგაზრდული აკადემიის განვითარებაში კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. მან ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება განსაკუთრებით იმითაა მნიშვნელოვანი, რომ თანამშრომლობა უნივერსიტეტთან ერთად შედგა, ინსტიტუციასთან, რომელიც სრულად იზიარებს საფეხბურთო კლუბის ხედვას ახალგაზრდების განათლებასთან დაკავშირებით.

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის კანცლერის, დავით კერესელიძის განცხადებით, უნივერსიტეტისათვის დიდი პატივია ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო კლუბთან პარტნიორობა. კანცლერის მოსაზრებით, თანამშრომლობა წარმატებული აღმოჩნდება როგორც საფეხბურთო კლუბისათვის, ისე ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებისათვის.

საქართველოში მილანის "ინტერის" ახალი აკადემია ფუნქციონირებას მალე დაიწყებს.

Forbes.ge

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები