მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფონდო ბირჟაზე Grindr-ის დებიუტი წარმატებით შედგა | აქციები 210%-ით გაიზარდა

637b2b9767166
გიორგი თოლორდავა
21.11.22 11:44
2136
ამერიკულ საფონდო ბირჟაზე კომპანია Grindr-ის დებიუტი წარმატებით შედგა. პირველადი საჯარო შეთავაზების მოცულობამ 1.26 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ბირჟაზე სავაჭრო სესიის გახსნამდე კომპანიის თითოეული აქცია 11.6 დოლარად იყო შეფასებული, თუმცა ბირჟის დახურვამდე აქციების ფასი 36.5 დოლარამდე გაიზარდა, რაც ზრდის თითქმის 210%-იანი მაჩვენებელია.

Grindr-ი გაცნობის პლატფორმაა, Tinder-ისა და Bumble-ის ანალოგი, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით LGBTQ+ თემში სარგებლობს.

ცნობისთვის, Grindr-ის ახალი გენერალური დირექტორი წარმოშობით ქართველი ბიზნესმენი, ჯორჯ არისონია, რომელიც კომპანიას სულ რაღაც ერთი თვეა, უძღვება.

"ნამდვილად საოცარი შემთხვევაა საფონდო ბირჟაზე საჯაროდ ისეთი კომპანიის აქციების განთავსება, რომელიც ძირითადად LGBTQ საზოგადოებისთვისაა შექმნილი. ასეთი რამ 20 წლის წინ ნამდვილად არ მოხდებოდა და, შესაძლოა, 10 წლის წინაც კი ვერ მომხდარიყო",- განაცხადა ჯორჯ არისონმა Grindr-ის IPO-სთან დაკავშირებით.


"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები