საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის მესამე ყოველწლიური საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მიმდინარე განვითარების პროექტების განხორციელება განიხილეს.
შეხვედრას ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკა გუნცაძე, AFD-ის ევრაზიის რეგიონული დირექტორი სესილ კუპრი და მისი აღმატებულება საფრანგეთის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი ესწრებოდნენ.
საფრანგეთის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის განვითარებისა და გარემოს დაცვის მზარდი მხარდაჭერა საქართველოსა და AFD-ს შორის თანამშრომლობის მთავარი მიღწევაა. ფრანგულ-ქართული სასოფლო-სამეურნეო თანამშრომლობა ეფუძნება განვითარების ინოვაციურ მიდგომებს პროექტებისა AFD/EU FinExCoop Georgia და FASEP, პროექტი საქართველოში წვრილფეხა ცხოველების განვითარების შესახებ, რომელსაც ახორციელებს საფრანგეთის ხაზინა/გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ორივე პროექტი აერთიანებს სტრატეგიული პოლიტიკის რჩევებს პრაქტიკულ მუშაობასთან, რათა გააუმჯობესოს ქართველების ტექნიკური შესაძლებლობები საკვანძო ღირებულებების ჯაჭვში, აქტიური თანამშრომლობით ფრაგულ-ქართულ უნივერსიტეტთან.
2022 წლის ივნისში საქართველოს წარედგინა ევროკავშირის პერსპექტივა თორმეტ რეკომენდაცასთან ერთად, რაც ისახავდა მიზნად ამ პროცესის რეფორმების ძირითადი სფეროების განხილვას. კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია, ისევე როგორც საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროს სოციალურად ინკლუზიური მოდერნიზაცია უნდა გახდეს ფრაგულ-ქართული თანამშრომლობის საფუძველი. ამ თანამშრომლობის მასშტაბი ვრცელია: მასში ჩართულია ცენტრალური მთავრობები, რეგიონალური ხელისუფლებები AFD საბჭოს მიერ 2023 წლის მარტში დამტკიცებული
PADAIG პროგრამის ფარგლებში, აკადემიური სექტორი, კერძო კომპანიები, მათ შორის კოოპერატიული საწარმოები, ფერმერთა ორგანიზაციები და ინდივიდუალური ფერმერები.
13 ივნისს საფრანგეთის დელეგაცია, რომელიც შედგებოდა AFD-ისგან, საფრანგეთის საელჩოსა და ორგანიზაციებისგან: LACTALIS, Carrefour, UFG (ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი) და FinExCoop პროექტი, ქართველ პარტნიორებთან ერთად ეწვია ობიექტებს. ეს მოგზაურობა მიეძღვნა ამ სფეროში საფრანგეთისა და საქართველოს თანამშრომლობის ორ სიმბოლოს: ქართველი და ფრანგი ინვესტორების თანამფლობელობაში არსებულ ქარხანას Santé Lactalis-ს და ვიზიტს მევენახეობისა და მეცხოველეობის ინოვაციური ფერმაში სართიჭალში. ეს ვიზიტები ასახავს სოფლის მეურნეობის სტრატეგიულ მნიშვნელობას საფრანგეთ-ქართულ პარტნიორობაში.
ორ ქვეყანას შორის სასოფლო-სამეურნეო თანამშრომლობის პატივსაცემად, 2023 წლის ოქტომბერში საქართველო საფრანგეთის ქალაქ კლერმონ-ფერანში მეცხოველეობის სამიტის სტუმარი ქვეყანა იქნება. ეს ღონისძიება იქნება ორ ქვეყანას შორის მომავალი ქმედებების უკეთესი დაგეგმვის შესაძლებლობა.
“მოხარული ვარ, რომ ვმონაწილეობ მესამე ყოველწლიურ კონსულტაციაში AFD-სა და საქართველოს მთავრობას შორის. საფრანგეთი საქართველოს წარმატებული განვითარებისა და მისი ევროპული მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერია.
სოციალური უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლა ადეკვატური სოციალური და ჯანდაცვის უზრუნველყოფის გზით, გარემოს დაცვა, ენერგეტიკისა და სურსათის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის ხელშეწყობა ჩვენი საერთო პრიორიტეტებია. ჩვენ მივაღწიეთ პროგრესს და გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოში ყველა შესაბამის დაინტერესებულ მხარესთან, ინსტიტუციებთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, როგორც “გუნდი ევროპას” ნაწილი, რათა დავაკმაყოფილოთ საქართველოს ამბიციები თავისი ხალხის კეთილდღეობისთვის", - განაცხადა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში შერაზ გასრმა.
“ჩვენი თანამშრომლობის პერიოდში საფრანგეთი ჩამოყალიბდა საქართველოს წამყვან პარტნიორად, რომელიც დროულ დაეფექტურ დახმარებას უწევს მას AFD-ის მეშვეობით ქვეყნის განვითარების პრიორიტეტების შესაბამისად. მინდა ხაზი გავუსვა, რამდენად ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას და ველით მის გაგრძელებას. გარდა ამისა, მსურს გამოვხატო ჩვენი მადლიერება AFD-ის მიერ გაწეული მხარდაჭერისთვის საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში ისეთ ძირითად სფეროებში, როგორიცაა ენერგო დამოუკიდებლობა და ეფექტურობა, ირიგაცია, ადამიანური კაპიტალი, რეგიონული განვითარება, სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, რკინიგზა, ტრანსპორტის რეფორმა, წყალმომარაგება, სოციალური უზრუნველყოფა, ჯანმრთელობა და კლიმატის ცვლილება.
ჩვენ ვაცხადებთ მზადყოფნას ვიმუშაოთ საფრანგეთთან, რათა შემდგომ განვავითაროთ ჩვენი პარტნიორობა საქართველოს მიმდინარე ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების მხარდასაჭერად“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკა გუნცაძემ.
“ყველა აქტივობა, პროგრამა და ღონისძიება, რომელსაც ვგეგმავთ და ვახორციელებთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ერთი მხრივ, მიმართულია აგრარულ დარგში არსებული პოტენციალის მაქსიმალურად და ეფექტიანად ათვისებისკენ, საერთაშორისო ბაზრებზე მოთხოვნადი, კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქციის წარმოების და რეალიზაციის ხელშეწყობისკენ, ხოლო მორე მხრივ, ჩვენი მიზანია, წარმოების განვითარების და ზრდის პარალელურად, მაქსიმალურად დაცული იყოს ჩვენი გარემო, დაცული იყოს წყლის, მიწის, ტყის რესურსი ზეწოლისგან და დაზიანებისგან. შესაბამისად, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო სტანდარტების, ევროპული მართვის სისტემების დანერგვის საკითხებზე. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა და საუკეთესი პრაქტიკების გაზიარება არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი დასახული მიზნების მისაღწევად. მადლობას ვუხდი ყველა საერთშორისო და დონორ ორგანიზაციას, მათ შორის საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მრავალწლიანი წარმატებული და დაგეგმილი სამომავალო თანამშრომლობისთვის", - განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძემ.
„ჩვენი პარტნიორობა საქართველოსთან აღინიშნა ყოველწლიურ საკონსულტაციო შეხვედრებზე და განახლდება შემდეგი 2024-2027 წლებისთვის. იგი მოიცავს პროექტების დაფინანსებას ენერგეტიკის, წყლის, ადამიანური რესურსების განვითარებისა და სოფლის მეურნეობის სექტორში საქართველოს სტრატეგიული პრიორიტეტების ფარგლებში. ყოველწლიური კონსულტაციები არის საკვანძო მომენტი, რათა შევაჯამოთ ჩვენი პროექტების შედეგები და ვნახოთ თუ რა წვლილი აქვთ მათ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში. AFD-ს აქვს პატივი, მხარი დაუჭიროს საქართველოს მის ევროპულ პერსპექტივაში და მომავალ შესაძლებლობებსა და გამოწვევებში", - განაცხადა AFD-ის ევრაზიის რეგიონალურმა დირექტორმა სესილ კუპრმა.