Reuters-ის ინფორმაციით, უკრაინისთვის სპეციალური ფონდი შეიქმნება, რისთვისაც დასაწყისისთვის 100 მილიონი ევრო გამოიყოფა.
გამოცემის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილების ინიციატორი საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონია.
როგორც მაკრონი ამბობს, აღნიშნული თანხით უკრაინას შესაძლებლობა ექნება, პირდაპირ ევროპელი მწარმოებლებისგან საჭირო აღჭურვილობა შეიძინოს.