მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთისა და უკრაინის შემდეგ ღვინის ქვის სამკაული ესტონეთშიც გაიყიდება

62027b67eab3f
მარიამ იზორია
13.02.22 11:55
1564
საფრანგეთისა და უკრაინის შემდეგ ქართული ღვინის ქვის სამკაულები ესტონეთში, კერძოდ, ტალინშიც გაიყიდება.

როგორც bm.ge-ს wine diamond-ისა და emocia wines-ის დამფუძნებელმა თამუნა აბულაძემ განუცხადა, ლიმიტირებული კოლექციების გამო ბაზრებზე, ჯერჯერობით, რამდენიმე ათეული სამკაული იგზავნება, თუმცა სამომავლოდ რაოდენობის გაზრდაც განიხილება. მისივე თქმით, ამ დროისთვის მოლაპარაკებებს ამერიკასა და იტალიაშიც აწარმოებენ და ამ ბაზრებზე ძალების მოსინჯვას 2023 წლის ბოლომდე შეეცდებიან.

"ლიმიტირებული კოლექცია გვაქვს, ეს კი ბევრი სამკაულის გაგზავნის საშუალებას არ გვაძლევს. ჯერჯერობით, რამდენიმე ათეული ნაკეთობა, როგორც ექსკლუზივი, ისე იყიდება. ამ დროისთვის საფრანგეთში, უკრაინასა და ესტონეთში ვართ.

სამომავლო გეგმებში ახალ ბაზრებზე გასვლა შედის. მათ შორის მოლაპარაკებებს ამერიკაში, ასევე იტალიელ სომელიესთან ვაწარმოებთ. ამას გარდა, ახალ პროდუქტებზეც ვმუშაობთ“, - ამბობს თამუნა აბულაძე.

ცნობისთვის: ღვინის ქვის სამკაულების მწარმოებელი ბრენდი Wine diamond და Emocia wines ბაზარზე პანდემიის პერიოდში გამოჩნდნენ. სამკაულების ფასები 80-დან 320 ლარამდე მერყეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები