მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთში ინფლაცია მოსალოდნელზე მეტად შემცირდა - მიზეზი

63b53d948d4c3
გიორგი თოლორდავა
04.01.23 13:10
681
საფრანგეთში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპის შემცირების ტენდენცია ფიქსირდება, კერძოდ, დეკემბერში წლიური ინფლაციის დონე 7.1%-დან 6.7%-მდე შემცირდა, რაც 0.5 პროცენტული პუნქტით აჭარბებს ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ ვარდნის მაჩვენებელს.

საერთო ჯამში, ერთწლიან ჭრილში საფრანგეთში ენერგორესურსების ღირებულება 15.1%-ითაა გაზრდილი; საკვები და სურსათი კი 12.1%-ითაა გაძვირებული.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციის დონეს (CPI), რომელიც არ ითვალისწინებს ენერგორესურსებისა და სურსათის ფასებს, აღნიშნული მაჩვენებელი დეკემბერში 6.4%-დან 5.9%-მდეა შემცირებული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ფასების ზრდის ტემპის შენელება თითქმის ყველა სასაქონლო ჯგუფში ფიქსირდება.

დეკემბრის თვეში ინფლაციის მოსალოდნელზე მეტად შემცირება მსოფლიოს მასშტაბით ნავთობისა და გაზის გაიაფებითაა განპირობებული, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ბუნებრივი აირის ღირებულებაა, რომელიც ერთთვიან ჭრილში თითქმის 50%-ითაა შემცირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები