მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთში ქართული ღვინის დაფასება დაიწყეს - ღვინის ექსპერტი

6380f32ad50fa
ალა ისპირიანი
25.11.22 22:15
792
„საფრანგეთში ქართული ღვინის დაფასება დაიწყეს“ - ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა, ღვინის ექსპერტმა გიორგი სამანიშვილმა განაცხადა.

მან გადაცემა „საქმიან დილაში“ თქვა, რომ საფრანგეთის მხრიდან ეს დამოკიდებულება სხვა ქვეყნებში ქართული ღვინის პოპულარიზაციამ განაპირობა.

„ზოგადად სხვა ბაზრები უფრო პერსპექტიულია, რადგან საფრანგეთი ძალიან ტრადიციული ბაზარია და რთულია ამ ბაზარზე შესვლა, თუმცა ბოლო 10 წელი შეინიშნება, რომ ქართულ ღვინით საფრანგეთში დაინტერესდნენ და დაფასება დაიწყეს. ჩემი აზრით ეს დიდად განაპირობა სხვა ქვეყნებში ქართული ღვინის პოპულარიზაციამ, მათ შორის ჩრდილოეთის ქვეყნებში,აშშ-ში და აზიაში. საერთაშორისო ასპარეზზე აქტიურობა ძალიან დაგვეხმარა“,- განაცხადა მან.

რაც შეეხება საექსპორტო ბაზრების ათვისებას, მისი მოსაზრებით პოზიტიური ტენდენცია შეინიშნება, მაგრამ ტემპი უნდა აჩქარდეს.

„საექსპორტო ღვინის 60%-ზე მეტი ჯერ მაინც რუსეთში გადის და სტატისტიკას თუ გადავხედავთ ყველაზე ნეგატიური ინფორმაცია ისაა, რომ რუსეთის მიმართულებით ექსპორტი წელსაც კი გაზრდილია. ვისურვებდი, ნახევარზე ნაკლები, მაგალითად 30% იყოს რუსეთის მიმართულებით და ეს უკვე ძალიან დიდი პოზიტიური ნაბიჯი იქნება“, - განაცხადა გიორგი სამანიშვილმა.

საფრანგეთში ქართული ღვინის ექსპორტი გასამმაგდა



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები