მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთში საწვავის გაყიდვა თვითღირებულებაზე იაფად იქნება ნებადართული

Total

საფრანგეთის მთავრობამ 1963 წელს დაწესებული ანტიმონოპოლიური რეგულაცია გააუქმა და ბენზინგასამართ სადგურებს საწვავის გაყიდვის უფლება თვითღირებულებაზე უფრო იაფად მისცა.

მთავრობის წარმომადგენლების განმარტებით, აღნიშნული ცვლილება ქვეყანაში ინფლაციური წნეხის შემცირებას შეუწყობს ხელს, რადგან ზოგიერთი მსხვილი ქსელი, სავარაუდოდ, წაგებაზე გააგრძელებს ოპერირებას, რათა ბაზარზე უპირატესობა მოიპოვოს.

ოპოზიციის წარმომადგენლები აღნიშნულ ცვლილებას არაეფექტიანს და პოპულისტურს უწოდებენ, რომელიც ინფლაციის შემცირებას ხელს არ შეუწყობს.  

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები