მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთში ხანძრების პრევენციისთვის ტყეებში მოწევა აიკრძალება

646750a60ac60
სალომე ხიდურელი
20.05.23 00:30
732
საფრანგეთში კენჭი ეყარა კანონს, რომელიც ხანძრების სეზონზე ტყეებში მოწევის აკრძალვას ითვალისწინებს. აკრძალვა ნაწილია იმ პრევენციული ზომებისა, რომელიც ქვეყანაში კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული ხანძრების შემცირებისთვის შეიმუშავეს. ეროვნულმა ასამბლეამ 17 მაისს მხარი დაუჭირა ტყის ხანძრების აღკვეთის კანონპროექტს, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად სენატს უკვე გადაეცა. მისი დამტკიცების შემთხვევაში საფრანგეთში მოწევა აიკრძალება ყველა ტყესა და მათ ახლო ტერიტორიებზე. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

საფრანგეთი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ტყიანი ქვეყანაა, რომელიც ხანძრებს დიდი ხანია ებრძვის. “ხანძრების სეზონი”, რომელიც, როგორც წესი, ზაფხულის თვეებს ითვალისწინებდა, წლევანდელი გვალვის პირობებში, უკვე ვრცელდება სამხრეთ საფრანგეთსა და ევროპის სხვა რამდენიმე რეგიონში.

მსოფლიოში ტყის ხანძრები უფრო ხშირდება, მათგან გამოწვეული ზიანი იზრდება, ლიკვიდაცია კი კიდევ უფრო რთულდება. მეცნიერების თქმით, კლიმატის ცვლილებასთან ერთად მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება, განსაკუთრებით ხმელთაშუა ზღვის რეგიონში, სადაც ტემპერატურა გლობალურ საშუალო მაჩვენებელზე მეტად იზრდება.

მოწევის აკრძალვა დამატებითი პუნქტი იქნება საფრანგეთში უკვე მოქმედ ტყის კანონში, რომელიც შეზღუდვას აწესებს ტყიანი ადგილიდან 200 მეტრის მანძილზე ცეცხლის დანთებაზე. აკრძალვის მიზანია შეამციროს სიგარეტის ნამწვავით გამოწვეული ხანძრების შემცირება, რადგან ხშირი ალების მიზეზი ხშირად სწორედ ეს ხდება.

საფრანგეთის მთავრობის განმარტებით, ტყის ხანძრების გამომწვევი მთავარი მიზეზი ადამიანთა აქტივობებია. ტყეებში მოწევის აკრძალვა კი ცეცხლის გაჩენის რისკს მნიშვნელოვნად შეამცირებს. სენატორები და ეროვნული ასამბლეა კანონპროექტის საბოლოო ვერსიაზე უკვე მუშაობენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები