მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საგამონაკლისო წესი აბსურდია, თურნავას არ ჰქონდა მისი მიღების უფლება” - იურისტი

იურისტი

“ეს სანქცია ჩვეულებრივი ყადაღაა და კავშირი არ აქვს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან”, - ამის შესახებ გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში იურისტი დავით ებრალიძე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირების მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესებში ეს გასულ თვეს განისაზღვრა.

“ეს ოპერაცია, სანქცია, ჩვეულებრივი ყადაღაა. თუ ჩვენ ავიღებთ ეროვნული ბანკის იმ აქტს, რომელშიც ცვლილება ერთი თვის წინ შეიტანა თურნავამ, იქ პირდაპირ წერია “ანგარიშების ოპერაციის გაჩერება”, ეს არის ჩვეულებრივი ყადაღა და კავშირი არ აქვს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან, როგორც იყო ნახსენები. 

საგამონაკლისო წესი აბსურდია, ამის დაშვება წარმოუდგენელია და თურნავას არ ჰქონდა მისი მიღების უფლება. როგორც ჩანს, ეროვნულ ბანკში სამართლებრივი აქტების გამოცემის მექანიზმი აღრეულია კონსტიტუციურად. სებ-ის შესახებ კანონში განმარტებულია, რომ მის სათავეში არის საბჭო. ამავდროულად განმარტებულია, რა ფუნქციები აქვს საბჭოს და რა - პრეზიდენტს. მართალია, კანონში წერია, რომ პრეზიდენტს აქვს სამართლებრივი აქტების გამოცემის უფლება, მისი ეს კომპეტენცია არ ცდება ეროვნული ბანკის შიდა საქმეებს”, - ამბობს დავით ებრალიძე.

იურისტის განმარტებით, სამართლებრივად, შემდეგი ნაბიჯი მიღებული გამონაკლისი წესის საბჭოს მიერ გაუქმების მოთხოვნაა.

“ჩემი აზრით, პირველ რიგში, მათ, ვინც გადადგომაზე განცხადება გააკეთეს, მინიმუმ ორ ადამიანს, შეუძლია საბჭო მოიწვიონ. საბჭოს აქვს უფლება ეს შეცვალოს, თუ მოინდომებენ. თუ არ აქვთ კვორუმი და ვერ იღებენ საბჭოს შიგნით გადაწყვეტილებას, მეორე გზა არის, რომ ვიღაცამ გაასაჩივროს ეს აქტი კერძო სასამართლოში. აქ პრობლემა ისაა, რომ დროში გაიწელება პროცესი.

მაგრამ მაინც, იმისათვის, რომ ჩვენ სამართლებრივად სწორად დავაწყოთ, ეს პროცედურები უნდა ჩატარდეს - ან საბჭომ უნდა გააუქმოს ეს აქტი, ან თვითონ თურნავამ გააბათილოს, ან გასაჩივრდეს. ეს არ იქნება ოპერატიულად და სწრაფად, თუმცა, სამართლებრივი თვალსაზრისითაც, ეს აუცილებელია”, - აცხადებს დავით ებრალიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები