მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საიდან და ვის შემოაქვს საქართველოში ფრინველის ხორცი - TOP-10 იმპორტიორი

5eac276633a05
ვიქტორია მღებრიშვილი
01.05.20 18:06
5196
საქართველოს მთავრობამ იმპორტირებული ფრინველის ხორცის კონტროლი დროებით 2020 წლის 20 ოქტომბრამდე შეაჩერა. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში BM.GE-ის განუცხადეს, გადაწყვეტილება შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე შესაძლო დეფიციტის შექმნის თავიდან ასაცილებლად იქნა მიღებული და უფრო დეტალური განმარტების გაკეთება არ ისურვეს.

BM.GE დაინტერესდა, როგორია ფრინველის ხოცის იმპორტის სტატისტიკა 2020 წლის პირველ კვარტალში და რომელია ძირითადი საიმპორტო ქვეყნები.

საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-მარტში საქართველოში იმპორტირებული 12 583.5 ტონა ფრინველის ხორცის ღირებულებამ 16.1 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მონაცემებთან შედარებით 5.6%-ით მეტია (2019 წლის იანვარ - მარტი - 15.2 მლნ დოლარი).

საქართველოში ფრინველის ხორცის და საკვები სუბპროდუქტების იმპორტიორი ქვეყნების TOP-10 ასე გამოიყურება:

1. ბრაზილია - 4.2 მლნ დოლარი, 2 966.5 ტონა;
2. თურქეთი - 3.9 მლნ დოლარი, 3 295.6 ტონა;
3. გერმანია - 1.8 მლნ დოლარი; 1 478.8 ტონა;
4. ჩინეთი - 1.5 მლნ დოლარი; 642.0 ტონა;
5. უკრაინა - 1.2 მლნ დოლარი, 1 152.1 ტონა;
6. ნიდერლანდი - 845.2 ათასი დოლარი, 678.1 ტონა;
7. აშშ - 682 ათასი დოლარი; 932.3 ტონა;
8. საფრანგეთი - 496.9 ათასი დოლარი, 380.4 ტონა;
9. დანია - 422.2 ათასი დოლარი, 333.7 ტონა;
10. მექსიკა - 190.9 ათასი დოლარი, 108.0 ტონა.

პირველ კვარტალში დანარჩენი ქვეყნებიდან 720.3 ათასი დოლარის 616.1 ტონა ფრინველის ხორცი იმპორტირდა.

აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში ფრინველის ხორცის იმპორტს შპს ვესტ ინვესტ; შპს დაგი; შპს NEWGROUP 2013; შპს კასკო 2015; შპს ვიპ პროდუქტი; შპს ჯეო დისტრიბუშენ გრუპი; შპს G & A GROUP; შპს ალფა ტრეიდი; შპს ელიტ ფუდ; შპს მნ გრუპი ახორციელებდნენ.

რაც შეეხება ექსპორტს, 2020 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან 1.2 მლნ დოლარის ღირებულების 760.5 ტონა ფრინველის ხორცი და საკვები სუბროდუქტების ექსპორტი განხორციელდა, რაც 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 41.0%-ით აღემატება (2019 წ. I კვარტალი - 719.6 ათასი დოლარი).

საქართველოდან ფრინველის ხორცის ქსპორტი 3 ქვეყანაში განხორციელდა:

1. სომხეთი - 921.1 ათასი დოლარი, 518.9 ტონა;
2. აზერბაიჯანი - 280.8 ათასი დოლარი, 221 ტონა;
3. უზბეკეთი - 17.1 ათასი დოლარი, 20.1 ტონა.

ექსპორტიორი კომპანიების TOP-10 კი, ასე გამოიყურება: შპს ვესტ ინვესტ; შპს ჩირინა; შპს პოულტრი ჯორჯია; შპს ევრაზია ექსპორტი; შპს კასკო 2015; შპს ჰიუმ ინტერნეიშენალ; შპს კასაგრუპ; შპს ალფა ტრეიდი; შპს ადეკო ტრანსი; შპს მარკ 2017.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები