მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საინვესტიციო ფონდი “ფორსაით კაპიტალი” სექტემბრის შედეგებს აქვეყნებს

6346be2851026
BM.GE
12.10.22 17:05
704
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია საინვესტიციო კომპანია “ფორსაიტ ინვესტმენტ გრუპი” მის მიერ მართული ფონდი „ფორსაით კაპიტალის“ სექტემბრის შედეგებს აქვეყნებს. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, გასული თვის განმავლობაში ფონდის „ფორსაით კაპიტალის“ გროს ამონაგებმა წლიური 6.8% შეადგინა, ხოლო ფონდის ინვესტორების ნეტ სარგებელი კი 5% იყო.

“ფორსაიტ კაპიტალი” როგორც საინვესტიციო ფონდი 2022 წელს დარეგისტრირდა და მისი მოცულობა $30 მილიონ დოლარს შეადგენს.
BMG ფონდის საქმიანობის, არსებული შედეგებისა და საინვესტიციო სტრატეგიის შესახებ “ფორსაიტ ინვესტმენტ გრუპის” საინვესტიციო ოფიცერს, რატი მორჩილაძეს ესაუბრა. მისი განმარტებით, ფონდის მიერ მისი ინვესტორებისთვის გენერირებული რეალური ამონაგები სავალუტო საბანკო დეპოზიტებზე დღეს არსებულ განაკვეთებზე გაცილებით უფრო მაღალია.

რატი მორჩილაძის განცხადებით ფონდში ინვესტირებული თანხის ინვესტირება მხოლოდ უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ აქტივებში ხდება. ამჟამად ფონდის კაპიტალის შევსება მიმდინარეობს და ინვესტიციები სამ კომპანიაში არის განთავსებული, ხოლო სრულად შევსების შემდეგ ის 7-8 კომპანიაში არსებულ ინვესტიციებს გააერთიანებს.

“თუ გავითვალისწინებთ იმ საინვესტიციო შესაძლებლობებს, რაც საქართველოშია, ესაა ძირითადად სავალუტო დეპოზიტები და უძრავი ქონების ინვესტიციები, მასთან შედარებით ჩვენი პროდუქტი ცალსახად აღმატებულია. საბანკო დეპოზიტებზე მოგეხსენებათ, რომ უცხოურ ვალუტაში ამონაგები არის 1-1.5% წლიური, საცხოვრებელ უძრავ ქონებას რაც შეეხება, ეს რეგიონში ახლა შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა გაზრდილიაგაქირავების ფასები და შესაბამისად ამონაგებიც მომატებულია, თუმცა ესაა დროებითი შოკიდან გამომდინარე. თუ ვიმსჯელებთ გრძელვადიან ტრენდებზე, ჩვენი პროდუქტი უფრო მიმზიდველია დამზოგველისთვის ბაზრის სხვა ინსტრუმენტებთან შედარებით.

ჩვენ თანხა მოზიდული გვაქვს აშშ დოლარში და ინვესტირებასაც ვახდენთ ამ ვალუტაში. განთავსება ხდება წარმატებულ ქართულ კომპანიებში, რომლებიც ფლობენ უძრავ ქონებას. სწორედ აღნიშნული უძრავი ქონებაა ჩვენი ფონდის ინვესტიციის უზრუნველყოდა. ჩვენი სამიზნე დარგებია სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, განახლებადი ენერგიები,უძრავი ქონების განვითარება და მშენებლობა. კიდევ ერთხელ, განთავსება ხდება უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ აქტივებში, შესაბამისად ეს დაცულობა ინვესტორებს აქვთ.

“ამ ეტაპზე პორტფელი შედგება სამი სხვადასხვა ინვესტიციისგან და ამჟამად თანხის აწევის პროცესში ვართ. აწევასთან ერთად განთავსებებსაც ვაკეთებთ. მოსალოდნელია, რომ პორტფელის შეკვრის შემდეგ იქნება შვიდი ან რვა ინვესტიცია,”- განმარტავს რატი მორჩილაძე.

“ფორსაიტ კაპიტალში” ინვესტირების მინიმალური მოცულობა $21 ათას დოლარს შეადგენს, რატი მორჩილაძის განცხადებით, ამჟამად ფონდის უმსხვილეს ინვესტორს რამდენიმე მილიონი დოლარი აქვს განთავსებული, ასევე არიან ინვესტორები, რომელთაც ნახევარი მილიონიდან მილიონამდე აშშ დოლარი აქვთ განთავსებული, დანარჩენებს კინახევარ მილიონზე ნაკლები.

“ჩვენთან მინიმალური ინვესტიცია შეადგენს 21 ათას დოლარს. ამ თანხიდან უკვე ინვესტორს შეუძლია მოვიდეს და განათავსოს თანხა ჩვენთან. მაქსიმუმი არის 7 მილიონი დოლარი.

რაც შეეხება არსებულ ინვესტორებს, არიან ვისაც რამდენიმე მილიონი აქვთ განთავსებული, არიან უფრო მცირე ინვესტორებიც, ვისაც ნახევარი მილიონი დოლარი და უფრო ნაკლებიც აქვს განთავსებული. გააჩნია ინვესტორს და მათ პრეფერენციებს,”- პასუხობს რატი მორჩილაძე.

- რა ამონაგები ექნებათ ინვესტორებს მომდევნო პერიოდში და ამ მხრივ თუ არის მაჩვენებლები გარანტირებული?

““ფორსაით კაპიტალის“ შემთხვევაში მოზიდული კაპიტალის განთავსება ხდება ფიქსირებული შემოსავლის ინსტრუმენტებში, ეს არის ძირითადად პირდაპირი სესხები.გვაქვს კაპიტალში მონაწილეობის ინსტრუმენტიც, თუმცა აღნიშნული განთავსებებიც ფიქსირებული შემოსავლიანობისაა. აქედან გამომდინარე, ამონაგები მუდმივად იქნება 5%-5.5%-ის დიაპაზონში.

ჩვენი სადებიუტო საინვესტიციო პროდუქტი მაქსიმალურად კონსერვატულია და მთავარი ამოსავალი წერტილი ინვესტორთა დაცულობაა. შესაბამისად ფონდის საინვესტიციო პოლიტიკა ისე გვაქვს შედგენილი, რომ ინვესტიციები იყოს მაქსიმალურად დაცული, ხოლო ამონაგები მაქსიმალურად სტაბილური,”- განაცხადა რატი მორჩილაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები