მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საჯარო მოხელეების მუშაობის შედეგების შეფასების შემდეგ, მათი ოპტიმიზაცია უნდა ხდებოდეს” - პაპავა

62d5777d3e561
ანუკა ჯოხაძე
18.07.22 22:05
917
დღეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა წარადგინა პროექტი, რომლის მიხედვითაც 2023-2025 წლებში საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურებები ყოველწლიურად 10%-ით გაიზრდება. ფინანსთა მინისტრის თქმით, დღეს საჯარო სექტორში არსებული სახელფასო პოლიტიკა კერძო სექტორის მაჩვენებლებს საგრძნობლად ჩამორჩება და ეს სხვაობა 2026 წლამდე აღმოფხვრილი უნდა იყოს.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი გიორგი პაპავა აცხადებს, რომ პირველ რიგში მნიშვნელოვანია მოხდეს კონკრეტული უწყებებისა და დასაქმებულების მუშაობის შედეგების გადახედვა, შეფასებების გაკეთების შემდეგ კი შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება. მისი თქმით, ერთ-ერთი გამოსავალი იმისა, რომ გარკვეულწილად ბიუროკრატიული აპარატის ხარჯების შემცირება მოხდეს, კადრების ოპტიმიზაციაა.

“იქნება ეს საჯარო მოხელე თუ კონკრეტული უწყება, მათი სამუშაო პროცესის გარკვეული შედეგების შეფასება უნდა ხდებოდეს და ამის შემდეგ უკვე ოპტიმიზაცია. ჩვენ წლების განმავლობაში ვხედავთ, რომ რიგ შემთხვევებში ამ კუთხით ნაბიჯები არის, თუნდაც ამის მაგალითია სამინისტროების გაერთიანება.

თუმცა შემდეგ პირიქით ხდება ხოლმე, გაერთიანებული სამინისტრო შეიძლება დაიშალოს. ამ ნაწილში უფრო მკაფიო ხედვა აუცილებელია.” - ამბობს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი გიორგი პაპავა.

ცნობისთვის, საქართველოს საჯარო სექტორი მთლიანობაში 301,000 ადამიანს ასაქმებს, აქ შედიან როგორც საჯარო მოხელეები, ასევე, შტატგარეშე მოხელეები და სხვა დასაქმებული პირები. საჯარო სექტორში შედის 60,000-მდე პედაგოგიც, რომლებიც საჯარო სკოლებში ასწავლიან, ასევე ათასობით ადამიანი, რომლებიც მუნიციპალიტეტებში, სხვადასხვა სსიპ-ებსა და ააიპ-ებში არიან დასაქმებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები