მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარედ დავით დევიძე დაინიშნა

63357f32a8006
BM.GE
29.09.22 14:54
968
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარედ დავით დევიძე დაინიშნა. 

დავით დევიძეს სააგენტოში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

2009 წლიდან მას ორგანიზაციაში სხვადასხვა პოზიცია ეკავა:

12.2021 - 09.2022 წლებში - სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე;
08.2015-12.2021 წლებში - სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი (08.2015-08.2016 წლებში - მოვალეობის შემსრულებელი);
05.2014-05.2016 წლებში - სააგენტოს მონაცემთა და ინფორმაციის ხარისხის კონტროლის სამსახურის უფროსი;
02.2014-04.2014 წლებში - სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და რეგიონული განვითარების სამსახურის იურისტი;
02.2010-01.2014 წლებში - სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციის სამსახურის იურისტი;
11.2009-01.2010 წლებში - სააგენტოს იურიდიული სამსახურის იურისტი;
08.2009 – 10.2009 წლებში - სააგენტოს იურიდიული სამსახურის სტაჟიორი.

დავით დევიძემ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (ბაკალავრი) და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (მაგისტრი).

ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციის მიმართულებით.

გავლილი აქვს იურიდიული და სოციალური მიმართულების სხვადასხვა ტრენინგი: ამოცანებზე ორიენტირებული თანამშრომლობა, სამეწარმეო სამართალი, შეფასების სისტემა, სამართლებრივი წერა, ტრენერთა ტრენინგი, მოლაპარაკების უნარები, მედია სპიკერის უნარები, პრეზენტაციული უნარები, ლიდერობა, კომუნიკაცია, ზოგადი მენეჯმენტი და სხვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები