მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საკომუნიკაციო კომპანიებს ინფრასტრუქტურის გაზიარება დაევალათ - რა შეიცვალა ახალი კანონით?

BM.GE
16.06.23 16:15
154
საქართველოს პარლამენტმა სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ კანონი მიიღო. ახალი კანონმდებლობით ტელეკომოპერატორებს საშუალება ექნებათ ფართოზოლოვანი ქსელის განსავითარებლად უკვე არსებული იმ ინფრასტრუქტურით ისარგებლონ, რომელსაც სხვა სფეროში მოქმედი კომპანიები ფლობენ. “მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი უჩა სეთური, აცხადებს, რომ შენიშვნების ძირითადი ნაწილი გათვალისწინებულია. მისი თქმით, ერთადერთი რაც კითხვებს აჩენს კანონის ამოქმედების თარიღია, რომელიც 6 თვით არის გადაწეული. რას შეცვლის ბაზრის მოთამაშეებისთვის საკანონმდებლო ცვლილებები?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები