მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საკრუიზო კომპანია Royal Caribbean-ი აცხადებს, რომ გემზე მხოლოდ აცრილ სტუმრებს დაუშვებენ. კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია გემზე მოსახვედრად ერთ-ერთი მთავარი პირობა იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) განცხადებით, საკრუიზო კომპანიები ოპერირებას იმ შემთხვევაში განაახლებენ, თუ გემის ეკიპაჟის 98%, ხოლო მგზავრების 95% აცრილი იქნება.
ცნობისთვის, საკრუიზო კომპანია Royal Caribbean-მა პანდემიის დაწყებიდან დღემდე $6.8 მილიარდი დაკარგა, 2019 წელს კი მას $1.7 მილიარდის მოგება ჰქონდა.
აღსანიშნავია, რომ პანდემიამდე საკრუიზო ინდუსტრიის ჯამური ღირებულება $150 მილიარდს შეადგენდა და 120 მილიონ ადამიანს ასაქმებდა, თუმცა სექტორი პადემიის გამო თითქმის სრულად დაიხურა, მას შემდეგ რაც საკრუიზო გემებზე კორონავირუსის პანდემიამ იფეთქა.