მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სალომე ზურაბიშვილი რობერტა მეცოლას, კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საქართველოს პერსპექტივების გაძლიერების შესახებ ესაუბრა

6412227c243b7
BM.GE
15.03.23 23:51
568
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს პერსპექტივების გაძლიერების შესახებ ესაუბრა. ამის შესახებ პრეზიდენტმა "ტვიტერზე" დაწერა.

ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს ევროპარლამენტის მხარდაჭერის იმედი აქვს.

"ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან ძალიან ნაყოფიერი საუბარი შედგა. საუბარი იყო, როგორ გავაძლიეროთ საქართველოს პერსპექტივები კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ხაზგასმით აღვნიშნე საქართველოს მოსახლეობის ურყევი სწრაფვა ევროპულ გზაზე. ჩვენ ევროპარლამენტის მხარდაჭერის იმედი გვაქვს", - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები