მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამ თვეში 200 კუბურ მეტრამდე ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 31 ფაქტი გამოავლინეს

6459069880df7
BM.GE
08.05.23 19:30
492
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საგადასახადო მონიტორინგის თანამშრომლებმა 3 თვის მონაცემებით ხე–ტყის უკანონო ტრანსპორტირების 31 ფაქტი გამოავლინეს.

"მიმდინარე წლის იანვარი-მარტის თვეების მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სასაქონლო ზედნადებების კონტროლის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით გატარებული ღონისძიებების შედეგად, 200 კუბურ მეტრამდე ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 31 ფაქტი გამოავლინეს.

სამართალდამრღვევ პირებს ჩამოერთვათ სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონელი და მოხდა მისი მოქცევა სახელმწიფო საკუთრებაში", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები