მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამართალდამცველებმა აქციაზე წყლის ჭავლი გამოიყენეს

640770f8c7763
ალა ისპირიანი
07.03.23 21:11
865
პარლამენტის შენობასთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს წყლის ჭავლი გაუშვეს. მანამდე სპეცრაზმი აქციის დაშლას ცრემლსადენი გაზის გამოყენებით ცდილობდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, სპეცრაზმი მობილიზებულია როგორც ჭიჭინაძის, ისე ჩიტაძის ქუჩების მხრიდან. აქციის მონაწილეები პროტესტს განაგრძობენ. 

აქციის მონაწილეები ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ და აღნიშნავენ, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია, აღნიშნული კანონპროექტები კი საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროინტეგრაციას.

შეგახსენებთ, პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს", რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებების ნაწილს “უცხოური გავლენის აგენტებად” აცხადებს.

რუსულ კანონს ხმა 76-მა დეპუტატმა მისცა, ხოლო წინააღმდეგ 13 წავიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები