როგორია მეცნიერი თქვენს წარმოდგენაში? შესაძლოა, ახალგაზრდების აზრით, მეცნიერის ყოველდღიური ცხოვრება მხოლოდ რუტინულ საქმიანობასთან არის დაკავშირებული, რაც თავის თავში ჩაკეტილობასთანაც არის ასოცირებული. ამ წარმოადგენას თავისი ობიექტური თუ მცდარი მიზეზები აქვს, თუმცა მეცნიერის ცხოვრება დღეს ნამდვილად განსხვავდება ამ სტერეოტიპისგან.
საინტერესო კვლევები და აღმოჩენები; საქმე, რომელიც ნამდვილად გიყვარს და ყოველდღე გაოცებს; მეგობრები დედამიწის გარშემო; მოგზაურობა, მასშტაბური თუ მეგობრული შეხვედრები საინტერესო თემების გარშემო და ნორმალური ანაზღაურება - ესაა მეცნიერებით დაკავებული ადამიანების ყოველდღიურობა.
„დღეს ისეთი სპეციალობებია ტრენდული, რომელიც ადამიანებთან ურთიერთობის დამყარებაზეა დაფუძნებული. ადამიანები კი, განსაკუთრებით სტუდენტები, ძნელად თუ წარმოიდგენენ, რომ მეცნიერის ყოველდღიურობაც სწორედ ასეთია: თუკი აზროვნებ, სვამ კითხვებს და ეძებ მათზე პასუხებს, რაღაცის გაკეთება შეგიძლია, საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოება მზადაა, მიგიღოს. მით უმეტეს, ინტერნეტისა და ტექნოლოგიების ეპოქამ ეს საქმიანობა სრულიად ახალ სიმაღლეზე აიყვანა“, - ამბობს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სესილი გოგიბერიძე.
სამეცნიერო საქმიანობა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამეცნიერო პროდუქტის შექმნაზეა ორიენტირებული. კვლევები, კონფერენციები, ფორუმები, მრგვალი მაგიდები, შრომები - სწორედ ამ მიმართულებით ხორციელდება.
ბოლო რამდენიმე წელია, უნივერსიტეტში ამ მხრივ საქმიანობა კიდევ უფრო გააქტიურდა. პარალელურად გაზრდილია დაფინანსებაც სამეცნიერო მიმართულებით, რაც კსუ-ს საერთო ბიუჯეტის 7%-ს შეადგენს.
უნივერსიტეტს სამეცნიერო კვლევებისთვის ორი ტიპის საგრანტო დაფინანსება გააჩნია: „მცირე გრანტები“, რომელიც თითოეული პროექტისთვის დაახლოებით 5 000 ლარის ოდენობისაა და „გრანტები ფუნდამენტური კვლევებისთვის“. ამ შემთხვევაში გრანტის ოდენობა 20 000-25 000 ლარს შეადგენს. ორივე შემთხვევაში, კონკურსების გამარჯვებულებს სტატიები საერთაშორისო ბაზებში ინდექსირებულ ჟურნალებში გამოქვეყნება მოეთხოვებათ.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უნივერსიტეტის მიერ დაფინანსებული ან თანადაფინანსებული სამეცნიერო პროექტების შინაარსობრივი არეალი საკმაოდ ფართოა. უნივერსიტეტში უამრავი საინტერესო პროექტი განხორციელდა.
მათგან აღსანიშნავია ჩატარებული 3 მასშტაბური კონფერენცია: „ქართული ღვინო და ვაზი, ტრადიციები და სამეცნიერო გამოწვევები“, „გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგიის მე-2 საერთაშორისო სკოლა/კონფერენცია“; საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სიმსივნის იმუნოთერაპია და იმუნომონიტორინგი”.
აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტში „სიმსივნის საწინააღმდეგო ქიმიოპრეპარატების სინთეზის და კვლევის ცენტრი“ გაიხსნა, სადაც პროფესორები თენგიზ წივწივაძე და ნოდარ ჩიგოგიძე სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას აწარმოებენ.
როგორ უნდა ჩაერთო სამეცნიერო საქმიანობაში
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ეს გზა ფაქტობრივად გაკვალულია. უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა გრანტის გაცემისას ისაა, რომ კვლევაში აუცილებლად უნდა იყვნენ ჩართულნი სტუდენტებიც.
„შემდეგ უკვე მკვლევარსა და პროექტის ხელმძღვანელზეა დამოკიდებული, როგორ და რა ფორმით იქნებიან ჩართული სტუდენტები სამეცნიერო პროექტში. ეს შეიძლება იყოს ინფორმაციის მოგროვება, ან მისი დამუშავება, ანალიზი. ამ პროცესში, ჩვენთვის - სამეცნიერო დეპარტამენტისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ახალი თაობა აქტიურად ჩაერთოს სამეცნიერო საქმიანობაში; ხელმძღვანელზე ბევრი რამეა დამოკიდებული: როგორ აანთებს, როგორ დამუხტავს სტუდენტს ამ სფეროში ჩასართავად“, - აღნიშნავს სესილი გოგიბერიძე.
სამეცნიერო საქმიანობას სტუდენტები უნივერსიტეტში მოხვედრისთანავე იწყებენ. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ამას ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენციით უზრუნველყოფს, რომელიც წელს უკვე მერვედ ჩატარდა.
ასევე, გარდა საგრანტო კონკურსებისა, უნივერსიტეტმა პრესტიჟული პრემია „თამარი“ დააწესა. პრემია ორ წელიწადში ერთხელ გაიცემა და აჯილდოვებს მეცნიერებს პირველ და მეორე კატეგორიებში; მესამე პრიზი კი - ახალგაზრდა მეცნიერის ნომინაციაში გაიცემა. პირველ კონკურსზე, რომელიც 2017 წელს ჩატარდა, განვლილი 5 წლის სამეცნიერო საქმიანობა შეჯამდა; ხოლო 2020 წლის დასაწყისში, მეორე კონკურსზე - ორწლიანი საქმიანობა.
ცოდნას, რომელიც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში წლიდან წლამდე იზრდება, ახალი თაობები ამდიდრებენ. სამეცნიერო ჟურნალები, გამოცემები, მონოგრაფიები, კვლევები თუ სტატიები, რომლებიც სხვადასხვა საერთაშორისო ჟურნალებში დაიბეჭდა როგორც მეცნიერებისა და სტუდენტებისთვის, ასევე ფართო საზოგადოებისთვისაა ხელმისაწვდომი.
სამეცნიერო საზოგადოების 2020
კითხვაზე - რამდენად შეაფერხა 2020 წლის საყოველთაო პანდემიამ სამეცნიერო საქმიანობა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ქალბატონი სესილი გოგიბერიძე არაერთგვაროვნად პასუხობს - პირველ რიგში, უნივერსიტეტს, ცხადია, მოუხდა იმ პროექტების დაკორექტირება ან შეჩერება, რომელიც სამეცნიერო მივლინებებსაც ითვალისწინებდა. თუმცა მეორე მხრივ, პანდემიამ და ამის გამო ონლაინში გადასულმა სამუშაოების დიდმა ნაწილმა, გაუხსნა ქართველ მეცნიერებს აბსოლუტურად სხვა გზები.
„ჩვენ ისეთ ფორუმებსა თუ კონფერენციებსაც დავესწარით დისტანციურად, რასაც სხვა დროს ფინანსების თუ სხვა მიზეზების გამო ვერ მოვახერხებდით. ამას ძალიან მარტივი ახსნა აქვს, ყველაფერი სახლიდან, „ზუმის“ მეშვეობით ტარდებოდა“, იხსენებს სესილი გოგიბერიძე.
მიუხედავად შეწყვეტილი მივლინებებისა თუ სხვადასხვა საინტერესო პროექტების შეჩერებისა, 2020 წელი პუბლიკაციების თვალსაზრისით საკმაოდ წარმატებული გამოდგა. სოფიო კასრაძე, გიორგი ლომიძე, დავით მაღრაძე, ვახტანგ მაისაია, ბექა ქანთარია, შორენა ქურდაძე, ალექსანდრე რუსეცკი, ოლღა დოროჰინა, ნინო ბარათაშვილი, ნინო მინდიაშვილი, თეა კასრაძე და სხვანი - ეს ის მეცნიერები არიან, რომლებმაც სხვადასხვა საერთაშორისო ჟურნალებში თავიანთი პუბლიკაციები გამოაქვეყნეს.
უნივერსიტეტი 2021 წელს გეგმებითა და დაკორექტირებული, თუმცა კვლავაც აქტუალური პროექტებით აგრძელებს. ქართველი მეცნიერები საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებასთან ერთად ცდილობენ უპასუხონ იმ კითხვებს, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის საინტერესოა.
(R)