მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამეგრელოში სტიქიით დაზიანებული სახლების მფლობელებისთვის 1,4 მლნ გამოიყო - ადმინისტრაცია

63d2260bbdce7
BM.GE
26.01.23 11:13
485
სამეგრელოს რეგიონში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა მიმდინარეობს. მთავრობის გადაწყვეტილებით, რეგიონში დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად 5 310 000 ლარი გამოიყო. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის გადახურვის სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები და ზუგდიდის მერი გაეცნენ. რეგიონში ძლიერმა ქალმა 40-მდე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა.

როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია იტყობინება, გარდა აღდგენითი სამუშაოებისა, სტიქიის შედეგად დაზიანებული კერძო სახლების მფლობელებისთვის საკონპენსაციოდ მთავრობის განკარგულებით 1 470 000 ლარი გამოიყო. ძლიერი ქარის შედეგად მთლიანად ან ნაწილობრივ დაზიანდა 2400-მდე საცხოვრებელი სახლი. დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციების ჩარიცხვა მიმდინარეობს, საკომპენსაციო ნაწილი სამშენებლო მასალებთან ერთად ხელოსნებისთვის საჭირო თანხასაც ითვალისწინებს.

„გვაქვს ძალიან მყისიერი მოქმედება სტიქიიდან უმოკლეს ვადაში და ეს უშუალოდ პრემიერ-მინისტრის დამსახურებაა, რომელიც უშუალოდ ჩართული იყო, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადაში მომხდარიყო სტიქიის შედეგების ლიკვიდირება და კომპენსაციების დროულად გაცემა“, - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ნინო ვიბლიანმა.

ცნობისთვის, მიმდინარე კვირას ცნობილი გახდა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის 20 მლნ გამოიყოფა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები