მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამი წიგნი თავგადასავლების მოყვარული მოსწავლეებისთვის - საბა ბასილაშვილი იდეათეკიდან

საბა ბასილაშვილი იდეათეკა
BM. GE
18.08.23 16:18
4
სტატიაში საუბარია:

ლიტერატურულ თავგადასავალში მეგობრებთან ერთად მოგზაურობისთვის, სასურველ კითხვებზე პასუხების პოვნისთვის და ახალი აღმოჩენებისთვის, მოსწავლეები მათივე სკოლებში გახსნილ საქართველოს ბანკის იდეათეკებს ხშირად სტუმრობენ.

ეს არის მულტიფუნქციური განათლების სივრცე რეგიონის სკოლებში, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მაღალმთიან, საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში მცხოვრებ ბავშვებს, ჰქონდეთ წვდომა შემეცნებისთვის საჭირო რესურსებზე.

დღეს საქართველოს ბანკის იდეათეკა 6 რეგიონის 16 სკოლაში უკვე ფუნქციონირებს. რაც ნიშნავს იმას, რომ თითოეულ ლოკაციაზე მოსწავლეებს აქვთ წვდომა 2000-მდე წიგნსა და საგანმანათლებლო რესურსზე, ამასთან, სივრცეში განთავსებულ კომპიუტერებზე, პროექტორებსა და სხვადასხვა ინსტრუმენტზე, რაც აძლევს მათ შესაძლებლობას, შეიმეცნონ უფრო მეტი და განვითარდნენ.

თუმცა, სანამ სკოლები კვლავ აქტიურ რეჟიმში დაიწყებენ ფუნქციონირებას, გადავწყვიტეთ, მოსწავლეებს მათ საყვარელ წიგნებზე გავსაუბრებოდით.

საბა ბასილაშვილი საქართველოს ბანკის იდეათეკის ხშირი სტუმარია. ის მეგობრებთან ერთად ამ სივრცეში დიდ დროს ატარებს. ჩვენ მას ვთხოვეთ, ზაფხულში წასაკითხად თანატოლებისთვის სამი წიგნი ერჩია.

„რთულია, გამოარჩიო საყვარელი სამი ნაწარმოები, როდესაც იდეათეკის თაროებზე 2000-მდე საინტერესო წიგნი დევს“, - ამბობს საბა.

თუმცა, საბოლოოდ, ზაფხულის ცხელ დღეებში საკითხავ სამ წიგნს მაინც ირჩევს და თანატოლებს ურჩევს, არდადეგების კიდევ უფრო მეტად გასაფერადებლად, მათაც გაიცნონ საინტერესო პერსონაჟები.

ტომ სოიერის თავგადასავლი, მარკ ტვენი

ამბავი ცელქ და მოუსვენარ ტომზე, მრავალ თავშესაქცევ ამბავს გპირდებათ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სახალისო წიგნი, რომელიც დაუვიწყარი თავგადასავლების და ოინების სამყაროში გამოგზაურებთ. ტომი დეიდასთან ერთად ცხოვრობს, თუმცა, მოსაწყენი ყოველდღიურობის გახალისებას საკუთარი ფანტაზიით ცდილობს. მისი საუკეთესო მეგობარი ჰეკლბრეი ფინია, რომელსაც ტომის მსგავსად იტაცებს თავგადასავლები.

პატარა უფლისწული, ანტუან დე სენტ-ეკზიუპერი

როგორც ამბობენ, ეს წიგნი დიდებისთვის და პატარებისთვისაა. არ არსებობს განსაზღვრული ასაკი. ის თავს ყველას ერთნაირად აყვარებს. ავტორი ძალიან საინტერესოდ გვიყვება პატარა უფლისწულის ამბავს, ეს წიგნი ისე მომეწონა, თითქმის ერთ დღეში დავამთავრე. ამიტომ, ბევრს არ მოგიყვებით მის შესახებ, უბრალოდ გირჩევთ, რომ აუცილებლად, აუცილებლად წაიკითხოთ და იმოგზაუროთ ძალიან თბილ და ოდნავ სევდიან თავგადასავალში.

80 000 კილომეტრი წყალქვეშ, ჟიულ ვერნი

ჩემი აზრით, ეს ჟიულ ვერსნის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო წიგნია, რომელიც კაპიტან ნემოსა და პროფესორ არონაკსის სახიფათო და შთამბეჭდავი მოგზაურობის შესახებ გვიყვება. წყალქვეშა ნავის, „ნაუტილუსის“ წყალქვეშა, ამოუცნობ სამყაროში მოგზაურობა, რომელიც მსოფლიოს ყველა ოკენესა და ზღვას შემოივლის, თავგადასავლები და ხმელეთზე დაბრუნებისთვის ბრძოლა... პირველად, როცა ვკითხულობდი, დაძაბული ველოდი მოვლენების განვითარებას, თითქოს მეც ისტორიის მონაწილე ვიყავი და პერსონაჟებთან ერთად ვცდილობდი ხიფათისგან თავის დაღწევას. ამიტომ მჯერა, ეს წიგნი მკითხველს გულგრილს ნამდვილად არ დატოვებს.

საქართველოს ბანკის იდეათეკის ხშირი სტუმრების რეკომენდაციები ზაფხულში საკითხავი წიგნების შესახებ ამით არ სრულდება, ისინი საკუთარ თანატოლებს კიდევ უფრო მეტი საინტერესო ავტორებისა და პერსონაჟების გაცნობას ჰპირდებიან. საქართველოს ბანკი კი არ ჩერდება და განათლების შესაძლებლობების შექმნას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს.

საქართველოს ბანკის იდეათეკების შესახებ საინტერესო ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები