საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის სამი ყველაზე დიდი გამოწვევა: ეკონომიკური განვითარება, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება და უმუშევრობაა.
რესპონდენტებს სამი პასუხის გაცემის უფლება ჰქონდათ და ეკონომიკური განვითარება, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება და უმუშევრობა პირველ არჩევანად 47%, 18% და 16%-მა დაასახელა.
მეორე არჩევანად აღნიშნული პრობლემა 25%-25% და 26%-მა დააფიქსირა, ხოლო მესამე არჩევანად, შესაბამისად, 13%, 19% და 25%-მა.
ამასთან, საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის გამოწვევებს შორისაა განათლებაში არსებული პრობლემები.
ცნობისთვის, საზოგადოებრივი აზრის კვლევა 2022 წლის 4-24 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით ჩატარდა. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 486 რესპონდენტს. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 % წარმოადგენს, გამოპასუხების მაჩვენებელი კი 64%-ია.