მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამიტი "The Power of NO" სასტუმრო „სტამბაში“ გაიმართება

64381fee0bc63
BM.GE
13.04.23 22:00
975
სასტუმრო „სტამბაში“ Forbes Woman Georgia და TBC სამიტს წარმოგიდგენთ - “The Power of NO”, რომელიც 22 აპრილს, 12:00 საათზე გაიმართება. სამიტი მიზნად ისახავს, როგორც დამწყებ და ახალგაზრდა, ასევე, უკვე შემდგარ პროფესიონალებს გააცნოს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქართველი ქალის პროფესიული ბიოგრაფია და დამსწრე საზოგადოება დააფიქროს წინააღმდეგობების გააზრებისა და გადალახვის მათ მაგალითებზე.

ქალისა და კაცის პროფესიული განვითარების გზა ერთმანეთისგან მრავალი ასპექტით განსხვავდება. ჩვენ, “The Power of No”-ს ორგანიზატორებმა, ფოკუსი სტრუქტურულ და კულტურულ ბარიერებზე შევაჩერეთ, რომლებიც მთელ მსოფლიოში გენდერულად სპეციფიურია და კარიერის თვალსაზრისით ქალის წინსვლას მნიშვნელოვნად აფერხებს.

"„The Power of No“ - ამ წამოწყებით ადამიანების ავთენტურსა და ცოცხალ ისტორიები შეიკრიბება, თეორიულ ჩარჩოში გაანალიზდება, ცნებით კატეგორიებად ითარგმნიება და ცოდნად იქცევა. მოტივიაციის ზრდის, ინსპირაციის მიღებისა და გამოცდილების გაზიარების გარდა “The Power of No”-ს მონაწილეები ცოდნას ინტერაქციულად, საველე პირობებში წარმოქმნიან. ქალისა და ზოგადად, ადამიანის განვითარების ეროვნული დისკურსი კი რამდენიმე ასეული ადამიანის შემოქმედებითი თანაავტორობით აიგება“ - განაცხადა სამიტის კურატორმა თამარ თანდაშვილმა. 

სამიტის The Power of NO სპიკერები არიან:
ცირა კემულარია - TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს უფროსი დამოუკიდებელი წევრი
მერი ჩაჩანიძე - „თიბისი კაპიტალი“-ს მმართველი დირექტორი
ანა ნაკაშიძე - „AzerTelecom“-ის აღმასრულებელი დირექტორი
ანა აგლაძე - “Tag&Match” დამფუძნებელი
ირინე ხუნდაძე - „ FOODGODDESS“-ს დამფუძნებელი
ნინო ზამბახიძე - ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე
თინათინ რუხაძე - „ACT Global“-ის დამფუძნებელი
შორენა დარჩიაშვილი - „თეთრი კვადრატი“-ს გენერალური დირექტორი
ეკატერინე ზღულაძე - „Sciences Po Psia“-ს ლექტორი
ნათია ჩიკვილაძე - „აჭარა ჯგუფი“-ს რესტორნების და ბარების კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი
ანა აბაშიძე - პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
o ქეთევან დევდარიანი - სცენარისტი
ნინო ენუქიძე - „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი“-ს რექტორი
თამარ გრძელიძე - თეოლოგი
ანანო დოლაბერიძე - ფაბერის აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი
მარიამ კარკალაია - „თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის დირექტორი
რუსუდან კემულარია - ინსპექტორები საზღვრების გარეშე სამდივნოს ხელმძღვანელი,ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD)
სოფო ბალავაძე - „Cellfie“-s საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი

ბილეთების შეძენა აღნიშნულ ლინკზეა შესაძლებელი: http://tkt.ge/ThepowerofNO

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები