მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო Myway Airlines-ს საჰაერო გადაყვანა/გადაზიდვის მოწმობას უუქმებს - AviaNews

61ac99f09eded
BM.GE
05.12.21 14:49
804
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Myway Airlines-თვის საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. სააგენტომ ავიაკომპანიის მხრიდან საქართველოს საჰაერო კოდექსის 58 მუხლის მე-2 ნაწილის და „საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ამავე სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 16 ივნისის 98 ბრძანებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაძლო დარღვევის ფაქტზე დაიწყო მოკვლევა 31 აგვისტოს დაიწყო და საბოლოოდ ავიაკომპანიისთვის საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმების გადაწყვეტილება გამოიტანა.

როგორც AviaNews-ს Myway Airlines-ში განუცხადეს, კომპანიას სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გადაწყვეტილება ჯერ არ ჩაბარებია, რაც სავარაუდოდ მომავალ კვირაში მოხდება.

“განაჩენის” ოფიციალურად ჩაბარების შემდეგ კი ავიაკომპანია მიიღებს გადაწყვეტილებას, რა სამართლებრივ ფორმებს მიმართოს.

დაარღვია თუ არა Myway Airlines-მა საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესი და მიზეზების გამო შესაძლოა ჩამორთმეოდა კომპანიას გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა აღნიშნულ თემაზე AviaNews-ი ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისში წერდა.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა გაიცემა საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომელშიც საქართველოს მოქალაქე/მოქალაქეები ან/და საქართველოს სახელმწიფო ან/და საქართველოში დაფუძნებული იურიდიული პირი (რომლის დამფუძნებელი/დამფუძნებლები ან/და ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 50%-ზე მეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელი/მფლობელები არის/არიან საქართველოს მოქალაქე/მოქალაქეები), საკუთრების უფლებით ფლობს/ფლობენ ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 50%-ზე მეტს. ამასთან, ამგვარი ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 50%-ზე მეტის საკუთრების უფლებით ფლობა უნდა ითვალისწინებდეს, მათ შორის, მასზე ეფექტური კონტროლის განხორციელებას. აღნიშნული მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმების თაობაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები