მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 16.9%-ით გაიზარდა

605461b488007
BM.GE
19.03.21 14:50
777
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2021 წლის თებერვალში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.7 პროცენტით გაიზარდა, ხოლო 2020 წელთან შედარებით ინდექსი 16.9%-ით არის გაზრდილი, რაც მწარმოებლებისთვის გაზრდილ დანახარჯებზე მეტყველებს.

საქსტატის ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის იანვართან შედარებით ფასები 0.7 პროცენტით გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რამაც 0.56 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე.

"ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების ზრდა სასმელებზე (0.7 პროცენტი) და სხვა არალითონურ მინერალურ პროდუქტებზე (1.7 პროცენტი). ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე (2.5 პროცენტი), რამაც 0.15 პროცენტული პუნქტი შეიტანა ინდექსის ცვლილებაში. გარდა ამისა, ფასების 0.3 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის მთლიანი ინდექსის ცვლილებაში 0.03 პროცენტული პუნქტი შეადგინა,"- ნათქვამია ანგარიშში. 

წლიურ ჭრილში ინდექსის 16.9%-იანი ზრდაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:

• დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 16.2 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 13.06 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტები (14.3 პროცენტი), სასმელები (11.2 პროცენტი) და ძირითადი ლითონები (30.5 პროცენტი);
• ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 22.3 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 2.48 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა;
• წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 27.5 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.81 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა;
• სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 11.6 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 0.53 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების ზრდა ლითონის მადნებზე (12.8 პროცენტი).


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები