მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წლიურად 3.6%-ით გაიზარდა

63a162d498666
BM.GE
20.12.22 11:34
371
საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის ნოემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.04 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინდექსი 3.6 პროცენტით გაიზარდა

"2022 წლის ოქტომბერთან შედარებით ფასები 2.1 პროცენტით არის მომატებული სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.14 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების ზრდა ლითონის მადნებზე (2.9 პროცენტი). ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (0.04 პროცენტი), რამაც 0.03 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების მატება კვების პროდუქტებზე (1.4 პროცენტი). ამავე დროს, ფასების 2.4 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში -0.2 პროცენტული პუნქტი შეადგინა,"- ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.

12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:

• სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები შემცირებულია 17.8 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე -1.44 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების კლება ლითონის მადნებზე (-25.7 პროცენტი);

• დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 6.9 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 5.59 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტები (10.3 პროცენტი), ძირითადი ქიმიური ნივთიერებები და ქიმიური პროდუქტები (22.9 პროცენტი) და სხვა არალითონური მინერალური პროდუქტები (13.5 პროცენტი);

• ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები შემცირდა 5.3 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე -0.49 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა;

• წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები შემცირდა 2.9 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე -0.07 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები