მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამშენებლო მასალების სექტორის ბრუნვამ 1,7 მლრდ ლარს მიაღწია - რა გამოწვევები აქვს ბიზნესს?

BM.GE
19.07.23 11:05
104
USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროექტის, PMC კვლევითი ცენტრისა და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის პარტნიორობით სექტორების ანალიტიკის ანგარიში მომზადდა, რომელიც ეკონომიკის სექტორებში არსებულ განვითარების ტენდენციებს და პრობლემებს ასახავს. 

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მსუბუქი მრეწველობის სექტორი მნიშვნელოვან ზრდას აჩვენებს. 2022 წლის მდგომარეობით, ავეჯის სექტორის ბრუნვა გაზრდილია 17,7%-ით და 293 მლნ ლარს შეადგენს. 18,8%-იან ზრდას აჩვენებს შესაფუთი მრეწველობის სექტორის ბრუნვა, რამაც თანხობრივად 824 მლნ ლარს მიაღწია. 

რაც შეეხება სამშენებლო მასალების სექტორს, გასული წლის მდგომარეობით, სექტორის ბრუნვამ 1,7 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 21,6%-იან ზრდას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ სექტორი იზრდება, განვითარების პროცესს თან ახლავს გამოწვევებიც. მაგალითად, სამშენებლო მასალების სექტორისთვის გამოწვევაა როგორც კადრები, ისე ექსპორტთან დაკავშირებული სტანდარტების დაკმაყოფილება. 


ერთ-ერთ ბარიერად სახელდება ასევე ქვეყანაში შესაბამისი ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის არარსებობაც, რის გამოც ბიზნესს სერტიფიცირების გასავლელად მასალების ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაგზავნა უწევს. უფრო კონკრეტულად, როგორ ვითარდება ერთ-ერთი მზარდი სექტორი ქვეყანაში და რა გამოწვევები აქვს სამშენებლო მასალების ბიზნესს?

სტუმარი: მარიამ ცაიშვილი - სამშენებლო მასალების კლასტერის მენეჯერი;


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები