კორეულმა გიგანტმა Samsung Electronics-მა ვიეტნამში ახალი საწარმოს მშენებლობა დაიწყო. კომპანია 200 მლნ დოლარის დაბანდებას გეგმავს საწარმოს მშენებლობაში, რომელიც ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზეც იზრუნებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuter-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მშენებლობის დაწყების პრეზენტაცია, რომელიც შაბათს იგეგმებოდა, კორონავირუსის აფეთქების გამო გადაიდო. აღსანიშნავია, რომ კორეის მთავრობამ განსაკუთრებული შეზღუდვები დააწესა მიმოსვლაზე.
წინასწარი მონაცემებით, საწარმოს მშენებლობა ვიეტნამში 2022 წელს დასრულდება და ის 2,220-3,000 ადამიანს დაასაქმებს.
გამოცემის მიხედვით, Samsung-ი ვიეტმანისთვის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია, სადაც კომპანიამ უკვე 17 მლრდ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.
შეგახსენებთ, ვიეტნამში უკვე იწარმოება Samsung Electronics-ისთვის სმარტფონისთვის განკუთვნილი ნაწილები, რაც 4.4%-ით გაიზარდა გასულ წელთან შედარებით და 51.38 მილიარდი დოლარი შეადგინა.