სამწლიანი პაუზის შემდეგ FlyDubai ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაბრუნდა, - ინფორმაციას ამის შესახებ TAV ჯორჯია ავრცელებს.
მათი ცნობით, დუბაის მიმართულებით ფრენები კვირაში სამჯერ, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას Boeing 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.