მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამწუხაროდ, ჩვენი მომხმარებლის 95% რუსია - კაფე მესტიაში

63e604bd8c7ed
ლიკა მეგუთნიშვილი
10.02.23 15:03
2802
„ევროპელი ტურისტი წელს ჩვენთან, ფაქტობრივად, არ იყო, ძალიან ცოტა იყო“ - ამის შესახებ BMG-სთან მესტიაში მდებარე კაფე „ლაილას“ დამფუძნებელმა, თამუნა ჯაფარიძემ განუცხადა.

მისი თქმით, წელს სვანეთში ტურისტების აბსოლუტური უმრავლესობა რუსია, რომლებსაც ევროპელ ტურისტებთან შედარებით სრულიად სხვაგვარი მოთხოვნები აქვთ.

„წელს ჩვენთან ჩამოსულ ტურისტებს სულ სხვა მოთხოვნები აქვთ. მე არ მახსოვს, მანამდე უცხოელ ტურისტს ეთხოვოს ჩემთვის სპა-სალონი, თუმცა ესენი ითხოვენ. ევროპელი ტურისტი მთებში დადის, ტაძრებს ათვალიერებს, ცხენებით ჯირითობს და ა.შ. რუსებს კიდევ რელაქსაცია უნდათ, ამიტომ ვამბობ, მე მათ არ ვიცნობ და არც ვართ მათთვის მზად. ჩვენ წლების განმავლობაში ევროპელ ტურისტებსა და მათ მოთხოვნებზე ავეწყვეთ“, - აცხადებს თამუნა ჯაფარიძე.

„ლაილას“ დამფუძნებელი ასევე აღნიშნავს, რომ რუსი ტურისტები ადგილობრივების მიმართ უსიამოვნო დამოკიდებულებით გამოირჩევიან და ამის გამო, კონფლიქტები ხშირია.

რუსი ტურისტების სიმრავლეზე ამახვილებს ყურადღებას კაფე „ჩაიბუდეს“ დამფუძნებელი, თათია თეთრაშვილიც.

„ჩვენ სასტუმრო გვაქვს, „ბუდე“, სადაც სტუმრები ძირითადად აზიური და არაბული ქვეყნებიდან გვყავს. „ჩაიბუდეში“ კი, სამწუხაროდ, ტურისტების ძირითადი ნაკადი რუსია, რომლებიც მომხმარებლის დაახლოებით 95%-ს, ან კიდევ უფრო მეტს შეადგენს“, - განაცხადა თათია თეთრაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები