სამწუხაროდ, პანდემიის გამო ამ ეტაპზე თქვენთან დამშვიდობება გვიწევს, - ამის შესახებ ინფორმაციას Gino Paradise-ი ავრცელებს.
"წინასწარ გილოცავთ დამდგეგ შობა-ახალ წელს და ბედნიერ, სიცოცხლით სავსე 2022 წელს გისურვებთ. იმედს ვიტოვებთ, რომ პანდემიას საბოლოოდ დავამარცხებთ და შემდეგი წლიდან ძველებურად ბევრს ვიმხიარულებთ ხოლმე", - წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც Bm.ge-ს Gino Paradise-ში განუმარტეს, კომპანია მუშაობის განახლებას 2022 წლის 1 მაისისთვის აპირებს.
ცნობისთვის, Gino Paradise-ის ღია და დახურული აუზები სექტემბერში დაიხურა, ამ დრომდე კი მხოლოდ სპა ფუნქციონირებდა.